• This topic has 33 replies, 3 voices, and was last updated 5 years ago by BLH.
Viewing 4 posts - 31 through 34 (of 34 total)
  • Author
    Posts
  • #29025

    @BLH-HUB said:

    განსხვავება ნარდობისა და შრომის ხელშეკრულებებს შორის

    ძალიან საინტერესო საკითხია და მინდა უფრო დეტალურად განვიხილოთ ეს თემა, რადგან ძალიან აქტუალური საკითხია და სასამართლო პრაქტიკაც არ გვაქვს საქართველოში ამ მიმართულებით.

    ზოგადად, შრომითი ხელშეკრულების ნარდობისგან განსხვავება საკმაოდ კომპექსური საკითხია და ამავდროულად მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოს რეალობაში ხშირად ხდება ისე, რომ შრომითი ხელშეკრულების ნაცვლად იდება ნარდობის ხელშეკრულება და შესაბამისად არსებობს რისკი, რომ დამსაქმებელი, რომელმაც არ იცის თავისი უფლებების შესახებ, რჩება დაუცველი და ვერ სარგებლობს შრომის კოდექსით განსაზღვრული გარანტიებით, რომლებიც იცავს მას დამსაქმებლისაგან.

    ზოგადად შრომითი ხელშეკრულების გამიჯვნა ნარდობისაგან ხდება სხვადასხვა ნიშნებით, როგორიცა მხარეთა უფლებრივი თუ ფინანსური მდგომარეობით, ხელშეკრულების ჩამოყალიბების, დადებისა და შეწყვეტის პროცესი, ხელშეკრულების საგანი და ბუნება და ა.შ. ამ საკითხებს დეტალურად განვიხილავთ შემდეგ პოსტებში.

    #39032

    ნარდობის ხელშეკრულება – მტკიცების ტვირთი სამუშაოს ნაკლის შესახებ

    (სუსგ. ას-637-595-2017 )

    განსახილველი საქმე ეხება ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, დარჩენილი ასანაზღაურებელი თანხის, პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნას, სსკ-ის 629.1, 417-ე-418-ე  , 411-ე , 408.1 მუხლებიდან გამომდინარე.

    ამ ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი სამართლებრივი წანამძღვრების განხორციელება არ არის სადავო; მხარეთა შორის სადავო მხოლოდ შესრულებულ სამუშაოთა ნაკლოვანებაა (ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობა, სსკ-ის 641-ე მუხლის პირველი ნაწილი)

    საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო ნაკლის მქონეა, მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა.

    კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არ არის სათანადო მტკიცებულება, რაც აღნიშნულ სადავო ფაქტობრივ გარემოებას დაადასტურებდა.

    რაც შეეხება იმას, რომ მოსარჩელე საგარანტიო წერილის გაცემაზე უარს აცხადებს, აღნიშნული პალატის მოსაზრებით, არ შეიძლება, განხილულ იქნეს იმის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ ნაკეთობა ნაკლის მქონეა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია, კასატორის მითითება მოსარჩელის მიერ შესრულებულ სამუშაოთა ნაკლოვანებასთან დაკავშირებით.

    საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ  N ას-487-455-2017, 2017 წლის 6 ივნისის განჩინება; N ას-763-731-2016, 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინება).

    #39699
    BLH
    Keymaster

    დამკვეთი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება

    (სუსგ # ას-697-663-2015, 15.12. 2015)

    სსკ-ის 636-ე მუხლის დანაწესი (იხ. ნორმის დეფინიცია 8.18 ქვეპუნქტში) სახელშეკრულებო სამართალში ე.წ. საგამონაკლისო ნორმაა, რომელიც შემკვეთს ნებისმიერ დროს, უპირობოდ ანიჭებს უფლებას ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება (იხ. სუსგ-ები:  # ას-697-663-2015, 15.12.2015წ; # ას- 901-851-2015, 05.02.2016წ; # ას- 981-926-2015, 11.03.2016წ.).

    საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ნარდობის სამართლებრივ  ურთიერთობაში  უპირატესობა  ენიჭება  შემკვეთს,  რომელსაც  უპირობოდ,  სამუშაოს დასრულებამდე,  ნებისმიერ  დროს  შეუძლია  ცალმხრივად  მოშალოს  ხელშეკრულება.

    მენარდის ინტერესების  დასაცავად  და  მხარეთა  შორის  უფლებებისა  და  მოვალეობების  გონივრული  ბალანსის შესანარჩუნებლად,  შემკვეთს  ეკისრება  ვალდებულება,  ხელშეკრულების  მოშლის  შემთხვევაში,  მენარდეს აუნაზღაუროს  შესრულებული  სამუშაო,  ის  რაც  ფაქტობრივად  შესრულდა  და  ხელშეკრულების  მოშლით მიყენებული  ზიანი.

    ყოველ  კონკრეტულ  შემთხვევაში,  მოვალეს  (მენარდეს)  ეკისრება  ტვირთი  ამტკიცოს,  თუ  რა  ზიანი  მიადგა  მას  ხელშეკრულების  მოშლით.  საკასაციო  სასამართლო  განმარტავს,  რომ  სსკ-ის 636-მუხლში  მითითებული  ხელშეკრულების  მოშლით  მიყენებული  ზიანი  არის  ფაქტობრივად შესრულებული  სამუშაო,  რომელიც  უნდა  აუნაზღაუროს  შემკვეთმა  მენარდეს  და,  ასევე,  დანახარჯები,  რომელიც  მოიცავს  მენარდის  მიერ  გაწეულ  ისეთ  ქმედებებს,  რომლებიც  უკავშირდება  კონკრეტული ნარდობის  ხელშეკრულების  მიზნებისათვის  ადამიანური,  თუ  ფინანსური  რესურსების  მოზიდვას,  მაგ.  ისეთი  სპეციფიკური  მასალებისა  და  მოწყობილობების  შეძენას,  რომელიც  მხოლოდ  კონკრეტული ნარდობის  ხელშეკრულებიდან  გამომდინარე  სამუშაოებისთვისაა  აუცილებელი  და  შეუძლებელია  მათი სხვაგან  გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა  და  ტექნიკური  საშუალებების,  შესასრულებელი  სამუშაო იარაღის  დაქირავება, კონკრეტული  სპეციალისტების  მოწვევა,  რაც  ნარდობის  სამუშაოებისათვის  გაწეულ  ფაქტობრივ  და  იმ  დანახარჯებს  მოიცავს,  რომელსაც,  სავარაუდოა,  მიიღებდა  მენარდე,  რადგან  საამისოდ განახორციელა  გარკვეული  ქმედებები“

    #39701
    BLH
    Keymaster

    ნარდობის ხელშეკრულების არსებობა, მხარეთა მიერ შეთანხმებული წერილობითი ფორმის დარღვევის მიუხედავად

    საქმე №ას-254-241-2015

    წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის მასსა და მოსარჩელეს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობისა და მისგან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და საკასაციო საჩივრის ძირითად პოზიციას იმ გარემოებას აფუძნებს, რომ სს „ქ. ლ. კ.-ასა“ და შპს „პ. დ.-ს“ შორის ხელშეკრულება მომსახურების გაწევის შესახებ არ გაფორმებულა.

    კასატორის ზემოთ მითითებულ პოზიციას საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს მოცემულ საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 31.05.2012წ.-ს შპს ,,პ. დ.-მა” სს ,,ქ. ლ. კ.-ის” მარკეტინგის მენეჯერ ზ. შ.-ეს ელექტრონული წერილით აცნობა, რომ 2012 წლის 02 და 03 ივნისს დაგეგმილი აქტივობების განხორციელებისათვის კ.-ას ესაჭიროებოდა ხელმოწერილი კონტრაქტი.

    ამასთან, განუმარტა, რომ თუ კონტრაქტის ხელმოწერა ფიზიკურად ვერ ხერხდებოდა, კ.-ის ოფიციალურ წარმომადგენელს უნდა დაედასტურებინა თანხმობა გადმოგზავნილi შეთავაზებისa და ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე.

    ელექტრონული წერილით შპს ,,პ. დ.-მა” მოითხოვა კონტრაქტზე ხელმოწერა განხორციელებულიყო არაუგვიანეს 2012 წლის 05 ივნისისა და ამასთან, მოპასუხე კ.-ას უნდა დაედასტურებინა ის ფაქტი, რომ ელექტრონულ მიმოწერას გააჩნდა მოქმედი იურიდიული ძალა.

    უდავო გარემოებაა, რომ 31.05.2012წ.-შპს ,,პ. დ.-ის“ ელექტრონული წერილის პასუხად ზ. შ.-ემ, როგორც სს ,,ქ. ლ. კ.-ის” მარკეტინგის სამსახურის უფროსმა დაადასტურა თანხმობა შპს ,,პ. დ.-ის” მიერ მიწოდებული აქტივობების განხორციელებაზე, მანვე მიაწოდა შპს ,,პ. დ.-ს” კ.-ის ლ. ეტიკეტის ვექტორი, რაც საჭირო იყო საბეჭდი მასალის შეფუთვისათვის.

    დამკვეთის პოზიცია:

    იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია ზემოთ დასახელებული მომსახურების რეალურად მიღების ფაქტი, კასატორი სადავოდ ხდის აღნიშნული მომსახურების გაწევაზე მხარეთა ორმხრივი შეთანხმების არსებობას და განმარტავს, რომ სს „ქ. ლ. კ.-ას“ მომსახურების მიღებაზე ნება არ გამოუვლენია, ხოლო ზ.შ.-ის მიერ გაგზავნილი ელექტრონული წერილით კი, სადავო გარემოება არ შეიძლება დადასტურებულიყო, რამდენადაც იგი არ იყო სათანადოდ უფლებამოსილი პირი საზოგადოების სახელით გამოსულიყო მესამე პირებთან ურთიერთობაში.

    უზენაესის განმარტება:

    დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია კ.-ის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს სამეწარმეო ურთიერთობის მიზნებისათვის წარმოადგენენ დირექტორები, თუმცა, მოცემულ საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მეწარმეთა შესახებ კანონის ეს ჩანაწერი არ შეიძლება იმგვარად იქნეს განმარტებული, რომ ზიანი მიადგეს ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის კანონიერ უფლებებსა და ინტერესს და არაკეთილსიდისიერად წახალისდეს სახელშეკრულებო ურთიერთობის ნამდვილი მონაწილე, საზოგადოების დირექტორის სახელით გარიგების დადების ნების არარსებობაზე მანიპულირებით. საკასაციო პალატის განმარტებით, ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრიციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს.

Viewing 4 posts - 31 through 34 (of 34 total)
  • You must be logged in to reply to this topic.