Viewing 9 posts - 41 through 49 (of 49 total)
  • Author
    Posts
  • #29707
    BLH
    Keymaster

    @ReneDescartes said: განვიხილოთ რამოდენიმე საკითხი 1. ‘ა’-ს და მაღაზია ‘ტ’-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რის თანახმადაც მაღაზიას დაეკისრა ვალდებულება გადაეცა ‘ა’-სთვის ტელევიზორი საკუთრებაში, მიეტანა მის საცხოვრებელ ადგილზე და მოეხდინა პროგრამული უზრუნველყოფა. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 600 ლარს, საიდანაც 400 ლარი ტელევიზორის და ადგილზე მიტანის ღირებულება იყო, ხოლო 200 ლარი პროგრამული უზრუნველყოფის ღირებულება. მაღაზიამ მართალია გადასცა ტელევიზორი ‘ა’-ს, მაგრამ არ მოახდინა მისი პროგრამული უზრუნველყოფა. იმის გამო, რომ ასეთი პროგრამული უზრუნველყოფა მხოლოდ ამ მაღაზიას შეეძლო, ‘ა’ განაცხადა, რომ მაინც ვერ გამოიყენებდა ტელევიზორს სათანადო პროგრამის არ ქონის გამო და მოითხოვა ხელშეკრულებისდან გასვლა და გადახდილი 600 ლარის დაბრუნება. კითხვა: 1. რა ტიპის ხელშეკრულება(ები) დაიდო? 2. განახორციელებს, თუ არა ‘ა’ თავის მოთხოვნას?

    შერეული ხელშეკრულება დაიდო: ნასყიდობა და მომსახურება (ნარდობა), 340-ე, 405-ე და352-ე მუხლებიდან გამომდინარე ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოიშვა მთლიანად ხელშეკრულების მოშლის უფლება.

     

    2. 3 სოლიდარულ მოვალეს ჰქონდათ ‘ბ’- წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულება. 2 მოვალის მიმართ ხალდაზმულობის ვადის გასვლის გამო ‘ბ’-მ მოთხოვნა დაიკმაყოფილა მხოლოდ მესამე მოვალისგან, რომლის მიმართაც არ იყო გასული ხანდაზმულობის ვადა. თავის მხრივ ამ მოვალემ, (‘ბ’-ს დაკმაყოფილების შემდეგ) წაუყენა მოთხოვნა დანარჩენ ორ მოვალეს. შეძლებს, თუ არა ის მოთხოვნის იძულებით დაკმაყოფილებას.?

    შეძლებს რა თქმა უნდა, რეგრესის წესით, სკ-ის 476-ე და 473-ე მუხლების საფუძველზე.

     

    #29714
    kakha
    Member

    ნასყიდობის ხელშეკრულება ხო ჯეროვნად შესრუდა, როგორ იქნება 352, 405 მუხლები გასვლის საფუძველი?

    #29715

    შერეული ხელშეკრულება ითვლება ერთიან ხელშეკრულებად, იმ სპეციფიკის თანხლებით, რომ დავის შემთხვევაში გამოიყენება ის ნორმები, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან. (სკ-ის 340-ე მუხლი).  ამდენად თუ შერეული ხელშეკრულება მოიცავს ორი სხვადასხვა ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი ურთიერთობა, შესაბამისად ორ სხვადასხვა ბუნების ვალდებულებას, ამ ორივე ვალდებულების ჯეროვნად შესრულება წარმოშობს ვალდებულების შეწყვეტას სკ-ის 427-ე და 361.2-ე მუხლების მიხედვით, ხოლო ერთ-ერთის შესრულება და მეორეს შესრულება განიხილება 405-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-3 წინადადებაში განსაზღვრულ შემთხვევად:

     

    “თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.” 

     

    ამდენად, იქიდან გამომდინარე, რომ შეძენილი საქონლის ქონამ დაკარგა ობიექტურად ინტერესი, რადგან ვერ მოხდება მისი ექსპლოატაცია, შერეული ვალდებულების მეორე ნაწილის შესრულების გარეშე, ამ ნორმაზე დაყდნობით, მყიდველს უფლება აქვს უარი თქვას შერეულ ხელშეკრულებაზე და დადგება ორმაგი რესტიტუციის მოთხოვნის შედეგი, სკ-ის 352-ე მუხლის შესაბამისად.

     

    შენ რას ფიქრობ?

    #29717
    kakha
    Member

    ‘შერეული ხელშეკრულება ითვლება ერთიან ხელშეკრულებად, იმ სპეციფიკის თანხლებით, რომ დავის შემთხვევაში გამოიყენება ის ნორმები, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან’.

    გეთანხმები.. ეგ მიდგომა უფრო შეესაბამება 340 მუხლს.

    წინა სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულელები გაქვთ აქ სადმე განხილული?

    #29719

    <p>წინარე ხელშეკრულების საკითხები განვიხილეთ სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ( სესხის თემა 1-2 გვ.) და ასევე ამავე თემაში პირველ გვერდზე შევეხეთ წინარე ხელშეკრულებებს.</p>
    <p> </p>
    <p>ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემაა წინარე ხელშეკრულებები და პრაქტიკაში ძალიან ხშირად გამოიყენება და დიდი როლი უკავია, თუმცა მიუხედავად ამისა, ბევრი ვერ აცნობიერებს წინარე ხელშეკრულებების მნიშვნელობას. </p>
    <p> </p>

    #29737
    BLH
    Keymaster

    შესრულების მიღება არაუფლებამოსილი პირის მიერ

     

    (სუსგ. N-ას-1247-1176-2012)

     

    ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას, მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგებისა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის შეფასების შედეგად არასწორად განსაზღვრა ვალდებულების შესრულების მიღების უფლებამოსილი პირი. იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ შესრულება მიიღო მოპასუხემ (შვილმა) სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის ჩვენებებს და მიიჩნია, რომ მიღებული თანხა მოხმარდა დედის (მოსარჩელის) რჩენას, მკურნალობასა და სხვა ხარჯებს.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სააღსრულებო ფურცლის შეფასება ცხადყოფს, რომ მხარეებს გააჩნდათ სხვადასხვა ვალდებულებები, რაც შეეხება თანხის მიღებაზე უფლებამოსილ პირს კი, წარმოადგენდა მოსარჩელე. სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს არაუფლებამოსილი პირის მიერ შესრულების მიღების სამართლებრივი წინაპირობები სკ-ის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხოლო არაუფლებამოსილი პირის მიერ მიღებული შესრულება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება შესრულებულად, თუკი კრედიტორმა ამაზე თანხმობა განაცხადა ან შესრულებისაგან მიიღო სარგებელი. მოცემული განჩინებით ირკვევა, რომ არც პირველი და არც მეორე შემთხვევა გამოკვლეული არ არის,Aასევე, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა კრედიტორისათვის არა თანხის გადაცემაზე, არამედ იმაზე, რომ მას ეს თანხა მოხმარდა სხვაგვარად. იგი ეყრდნობა მხოლოდ მოპასუხის განცხადებას და არ იკვლევს, მიიღო თუ არა სარგებელი კრედიტორმა.

    #29782
    Crassus
    Participant

    ვალის აღიარების ხელშეკრულების არსი

     

    (სუსგ. N-ას-1485-1401-2012)

     

    სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას საქმეში წარმოდგენილი შედარების აქტი, რომელიც მხოლოდ ადრე არსებული ვალდებულებიდან გამომდინარე ფაქტის კონსტანტაციას შეიცავს, არასწორად მიიჩნია ვალის არსებობის აღიარებად.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: ვალის აღიარების ხელშეკრულება დამოუკიდებელი გარიგებაა, კანონის მოთხოვნებიდან (სკ-ის 327-ე მუხლიდან) გამომდინარე, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილ პირობებს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთანმხდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე. რაც შეეხება შედარების აქტს, რომელიც  სააპელაციო სასამართლომ ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად მიიჩნია, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ძველი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ დოკუმენტს წარმოადგენს, რომელშიც არაფერია ნათქვამი აქტში მითითებული თანხის გადახდის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნული, სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველად მიიჩნია.

    #38037
    BLH
    Keymaster

     

    ხელშეკრულების ნამდვილობა – მხოლოდ დანართზე არსებული ხელმოწერა

    სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე №2ბ/5993-15

    „პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ზემოაღნიშნულ მოსაზრებებს და განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ დანართებზე შესრულებული ხელმოწერის მთლიან ხელშეკრულებაზე ხელმოწერად მიჩნევის წინაპირობა იარსებებდა იმ შემთხვევაში, თუკი, დათქმა იმის თაობაზე რომ „დანართები ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია“, მხარის მიერ უშუალოდ ხელმოწერილ დოკუმენტში – დანართში იქნებოდა მითითებული. მოცემულ შემთხვევაში კი, ზემოაღნიშნული პირობა (ხელშეკრულების 8.1. პუნქტი) გათვალისწინებულია იმ დოკუმენტში (ხელშეკრულებაში), რომელიც მხარის მიერ ხელმოწერილი არ არის, რაც იმას ნიშნავს რომ აღნიშნულ პირობას იურიდიული ძალა არ გააჩნია.

    აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მტკიცება, რომ დანართებზე შესრულებული ხელმოწერა ძირითად ხელშეკრულებაზე ხელმოწერად უნდა შეფასდეს, საფუძველს მოკლებულია, მოპასუხე მხარის მიერ ასეთი ნების გამოვლენის არარსებობის გამო.“

    #38045
    BLH
    Keymaster

    შერეული ხელშეკრულება პრაქტიკაში

    სამოქალაქო კოდექსის 340-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართალი შერეული ხელშეკრულების განმარტების ხერხს იმ შემთხვევაში მიმართავს, როდესაც შეთანხმებაში განსხვავებული შინაარსის მქონე დებულებების არსებობა განაპირობებს მხარეთა საერთო განზრახვის დადგენის საჭიროებას, რითაც ისინი ხელმძღვანელობდნენ ხელშეკრულების გაფორმებისას. ასეთ შემთხვევაში სასამართლო მათ ნებას განმარტავს იმ დათქმებზე აპელირებით, რომლებიც თავისი შინაარსით უფრო ახლოს დგანან იმ მიზნებთან, რისი მიღწევაც მხარეებს სურდათ ამ ხელშეკრულების დადებისას (იხ. სუსგ #ას-238-225-2015, 6 მაისი, 2015 წელი).

Viewing 9 posts - 41 through 49 (of 49 total)
  • You must be logged in to reply to this topic.