Viewing 10 posts - 51 through 60 (of 84 total)
  • Author
    Posts
  • #3990
    kakha
    Member

    @ედიკა

    ვრცლად ვერ დავწერ ეხლა. არცაა საჭირო…. მარტივია… გაიხსენე საჯარო მმართველობის ცნება მერე დააკავშირე ამ კონკრეტულ შემთხვევასთან და ეგაა….:)) კერძო მოთხოვნის დაკმაყოფილება ხდება, რომელიც არაა საჯარო მმართველობა და შესაბამისად ვერც ინდ. აქტი იქნება.

    #3991

    @ReneDescartes said:
    სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე არ შეიძლება მოხდეს აღსრულება?  სისხლის სამართლებრივი დევნა, გამოძიება და ა.შ. საჯარო მმართველობის სუბსტრაქციული ცნების მიღმაა.  ეგენი საჯარო მმართველობას  არ წარმოადგენენ და რატო ჩაიწერებოდა გამონაკლისის სახით?

    რომელ გვერდძე ნახე ადეიშვილში მაინტერესებს.

     

    შენი აზრით არ ვიცი, რომ მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეხება სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონი ? 😀

     

    ხოდა სისხის სამართლებრივი დევნა, გამოძიება და ა.შ. , რომ საჯარო მმართველობას არ განეკუთვნება, მაშინ რატომ წერია გამონაკლისში?

     

    ადეიშვილს, მაგ მუხლის კომენატრში უწერია,  რომ მართმსაჯულებასთან მჭირდოთ დაკავშირებულობის გამო არ ვრცელდება ზაკ-იო….

     

    #3992
    Edika
    Participant

    <cite>@ReneDescartes said:</cite>
    @ედიკა

    ვრცლად ვერ დავწერ ეხლა. არცაა საჭირო…. მარტივია… გაიხსენე საჯარო მმართველობის ცნება მერე დააკავშირე ამ კონკრეტულ შემთხვევასთან და ეგაა….:)) კერძო მოთხოვნის დაკმაყოფილება ხდება, რომელიც არაა საჯარო მმართველობა და შესაბამისად ვერც ინდ. აქტი იქნება.

    არა მაგდენს კი მივხვდი. მარა ბოლომდე მაინც ვერა. ანუ მაშინ ასე ვიტყვი, არა კერძო მოთხოვნა არამედ როცა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება აღსრულება მაშნ არ ჩაითვლება საჯარო მმართველობად, ვინაიდან ამ შემთხვევაში აღსრულება ემსახურება მართმსაჯულების რეალიზაციას, დაკავშირებულია მასტან და ღაღაცნაირად (მაგრამ როგორ :D) მისი ნაწილია და ან შემთხვევაში არ ჩაითვლება საჯარო მმართველობად. მაგალითად როცა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება აღსრულება მაშინ ჩაითვლება საჯარო მმართველობად. ეგრეა?

    არ მიფიქრია ამ საკითხე აქამდე.

    #3995
    kakha
    Member

     

    @ივერიელი

     

    რიტორიკული კითხვა იყო… შენს ძალებში ეჭვი არ შემიტანია…:)) დამშვიდდი.. ახლა დაწერ არც ვნერვიულობო.:))

     

    საგამოძიებო ორგანოების ყველა მოქმედება პირდაპურ კავშირში შეიძლება არ იყოს საგამოძიებო საქმიანობასთან და ამიტომ არის მითითებული..

     

    ადეიშვილის ეგ არგუმენტი, “მჭიდრო კავშირი” არის ყველაზე სუსტი არგუმენტი. მაშინ მე დავწერ იმიტომ არაა რომ არასაკმარისად მჭიდრო კავშირშია… იგივე ძალის არგუმენტია ზუსტად :))

     

     

    #3996
    kakha
    Member

    @ედიკა

     

    ხო… როდესაც ადმ. ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულება ხდება ამ შემთხვევაში ჩაითვლება საჯარო მმართველობად.

     

     

    #3997
    Edika
    Participant

    mathematician

    სიმართლე ვთქვა აქამდე არ მიფიქრია მაგაზე. საინტერესო აზრია. მე მომწონს.

    ვითომ მაგ საფუძვლით არ ცნო სასამართლომ იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ ოქმი ინდ აქტად?

    #3998

    ზედმეტად აღტკინებული ხარ შენ როგორც ვატყობ 😀  მე უკვე საკმარისად არგუმენტები დავწერე, ამ საკითხზე საინტერესო დისკუსიის გასამართად.. კარგად და ყურადღებით, რომ ჩაიხედო ზაკ-ის 3.4-ე მუხლში, შენვე მოიფიქრებ არგუმენტებს, იმ აზრის გასამტკიცებლად, რომ სააღსრულებო წარმოება შეიძლება არ წარმოადგენდეს საჯარო მმართველობის განხორციელებას 🙂

     

    ფაქტია, რომ მაგ მუხლში 6 საფუძვლეია საგამონაკლისო და აქედან მინიმუმ 4 წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების ისეთ საქმიანობას, რომელიც საჯარო მმართველობა არაა.

     

    რაც შეეხება მართლმსაჯულებისთან კავშირს.. გამოძიება ისეთივე ხარისხით არის დაკავშირებული მართლმსაჯულებასთან, როგორც აღსრულება… აღსრულების ეტაპი არის უმნიშვნელოვანესი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის.. მე შენგან ჯერჯერობით ვერ მოვისმინე ვერც ერთი ნორმალური არგუმენტი, რატომ უნდა გამოირიცოს ის აზრი, რაც მე წამოვჭერი 🙂

    #4000
    kakha
    Member

    მე ვარ აღტკინებული და შენ მშვიდად ხარ :)))

     

    თუ აღსრულების ეტაპი მნიშვნელოვანია მაშინ მართალი ყოფილხარ… 🙂

     

     

    #4001

    ძალიან არ გიხდება ცინიზმი… 😉 თანაც სრულიად უადგილო…

     

    თუ რამე იცი და შეგიძლია დაწერო დაწერე… 🙂

    #4002
    kakha
    Member

     

    @ივერიელი

     

    უადგილოდ აგრესიულად დაიწყე წერა შენ რატო არვიცი….

     

    მოკლედ…  რა არის შენი მთავარი არგუმენტები?   ის, რომ გადაწყვეტილების აღსრულება ხდება…  მართლმსაჯულებასთან მჭიდრო კავშირშია და აგრეთვე სზაკის 3.4. მუხლი. ასეა? სხვა რა არგუმენტები გააქვს?  დაწერე, რომ ერთიანად გიპასუხო ყველა არგუმენტზე და დავამთავროთ ეს საკითხი.

     

     

     

     

Viewing 10 posts - 51 through 60 (of 84 total)
  • You must be logged in to reply to this topic.