This topic contains 88 replies, has 4 voices, and was last updated by  kakha 4 years, 9 months ago.

Viewing 10 posts - 11 through 20 (of 84 total)
  • Author
    Posts
  • #2095

    მესამე პირთა მოძრავი ნივთების დაყადაღება

     

    გადაწყვეტილება ას-26-24-2013 (ანალოგიური საქმე ას-204-197-2013) ეხება მოვალის საცხოვრებელ ადგილზე მესამე პირთა მოძრავი ქონების დაყადაღებას.

     

    „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

     

    საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა სკ-ის 151-ე მუხლი და მიიჩნია, რომ მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. საქმის მასალებით დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინა რეგისტრირებულია მოსარჩელსი სახელზე, შესაბამისად, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გამოყენებულ უნდა იქნეს სკ-ის 151-ე და 158-ე მუხლებით გათვალისწინებული პრეზუმფცია, რაც ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.“

    #2102

    Edika
    Participant

    დაუშვათ და სახლი არ არის მოვალის საკუთრება, უბრალოდ ცხოვრობს იქ, მაგრამ ავეჯი რომელიც არის ამ სახლში მოვალის საკუთრებაა. მაინც ააქვს აღმასრულებელს დაყადაღების უფლება? მაინც ვრცელდემა სახლის მესაკუთრის საკუთრების უფლება ამ ავეჯზე?

    #2103

    მაგააზეა ზუსტად ის გადაწყვეტილებები რაც ზემოთ დავდე..  ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია დააყადაღოს აღმასრულებელს იმ სახლში არსებული მოძრავი ქონება, სადაც მოვალე ცხოვრობს.. ხოლო მერე შეიტანს ამ სახლის მესაკუთრე სარჩელს სამოქალაქო წესით და მოითხოვს ყადაღის მოხსნას, თუ იგი დაამტკიცებს, რომ მისი ნივთებია, მაშინ მოეხსნება ყადაღა. მას ამაში ეხმარება პრეზუმფცია, რომ ბინის მესაკუთრისაა ის მოძრავი ქონება, რაც ბინაშია, თუ ამ პრეზუმფციის წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულებები არ წარადგინა კრედიტორმა, მაშინ მოეხსნება ყადაღა.

    #2104

    Edika
    Participant

    შემდეგი საკითხი: აღსრულება და მორიგება

     

    მეუღლეთა თანასაკუთრებაში მათი წილის თაობაზე სასამართლოში განიხილება საქმე. საქმის განხილვის დროს მხარეები მორიგდნენ შემდეგი პირობით: “ქმარი თანასაკუთრებაში წილის სანაცვლოდ ცოლს 2014 წლის იანვრამდე შეუძენდა ცალკე ბინას, წინააღმდეგ შემთხვევაში ცოლი პირდაპირ აიღებდა სასამართლოში სააღსრულებო ფურცელს რომელი მიხედვითაც საჯარო რეესტრში დაირეგისტრირებდა სადავო ქონების 1/2 წილს”.

     

    გამოხდა ხანი, ქმარმა დადგენილ ვადაში მართლაც შეუძინა ცოლს ბინა (ვადის გასვლამდე 1 კვირით ადრე), თუმცა ცოლმა უარი განაცხადა შესრულების მიღებაზე და იმ მოლოდინით რომ გაიფორმებდა ცოლი შენაძენს თავის სახელზე საჯარო რეესტრში დროებით აღირიცხა ქმარმა თავის სახელზე.

     

    მორიგებაში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ ცოლი მივიდა სასამართლოში, აიღო სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო სააღსრულებო წარმოება.  ქმარმა სააღსრულებო წარმოების დააწყება გაასაჩივრა თავჯდომარესტან რომელმაც უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ამის შემდეს ქმარმა სარჩელი შეიტანა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სააღსრულებოს წინააღმდეგ, აგრეთვე საქმეში მესამე პირად ჩაერთო ცოლი და თქვა რომ მორიგეიდან გაომდინარე ვალდებულება შესრულებული აქვს და სააღსრულებლო წარმოება უნდა შეწყდეს, აგრეთვე თანახმაა ბინა რომელიც შეიძინა მეუღლისათვის გადაეცა ნებისმიერ დროს.

     

    აღსრულების წარმომადგენელმა თქვა რომ შესრულების მიღება კრედიტორის უფლებაა და არა ვალდებულება, ამასტანავე მას არ გააჩნია ვალდებულების შესრულების ფაქტის შემოწმების სამართლებრივი მექანიზმი, აგრეთვე სააღსრულებო წარმოება არ ითვალისწინებს კრედიტორისთვის ნივთის იძულებით გადაცემას, ამიტომ ვერ შეწყვეტდა წარმოებას.

     

    როგორ უნდა გადაწყდეს დავა?

     

    პ.ს ცოლი უარს აცხადებდა ბინის თავის სახელზე აღრიცხვაზე, მიუხედავად იმისა რომ ქმარი თანახმა იყო.

    #2109

    არ არის უფლებამოსილი ცოლი აღსრულება დაიწყოს, რადგან მორიგების პირობები არ არის დარღვეული და შესაბამისად არ არსებობს აღსრულების ფურცელის გაცემის საფუძველი, უნდა გაუქმდეს აღსრულება.

    #2535

    Edika
    Participant

    აქ უწყებრივი ქვემდებარეობის პრობლემაცაა ჩემი აზრით. ადმინისტრაციული საქმის განხილვის დროს არ შეიძლება სასამართლომ განიხილოს სამოქალაქო ვალდებულების შესრულება არ შესრულების საკითხი.  ის რომ ცოლმა არ მიიღო შესრულება არ ნიშნავს იმას რომ ქმარს თავისი ვალდებულება არ შეუსრულებია.შეასრულა და კრედიტორმა არ მიიღო შესრულება.

     

    გარდა ამისა აღსრულების ბიურო მართალია, რადგან აღმასრულებელს არ გააჩნია სამართლებრივი მექანიზმი იძულებით გადასცეს კრედიტორს საკუთრებაში ნივთი, იქედან გამომდინარე რომ იძულებითი აღსრულების არსში არ ჯდება ეგ.  ამ შემთხვევაში ჩემი აზრით სამოქალაქო წესით ქმარს უნდა შეეტანა აღიარებითი სარჩელი მორიგებიდან გამომდინარე  ვალდებულების შესრულებულად ცნობის შესახებ. ამის შემდეგ ადმინისტრაციული წესით უნდა გასაჩივრებულიყო.

     

    რომც ჩავთვალოთ რომ მოვალემ ვალდებულება ვადის გადაცილებით შეასრულა და ამის გამო შესრულების მიღების სანაცვლოდ ითხოვს სადავო ბინის თანამესაკუთრედ ცნობას ეს არის უფლების ბოროტად გამოყენება ჩემი აზრით.

    #2536

    გეთანხმები ქვემდებარეობაზეც და აღიარებით სარჩელზეც, მაგრამ მანდ ერთი ნიუანსია.. შენ, რომ შეიტან აღიარებით სარჩელს, აუცილებელია აღსრულების პროცესი შეწყდეს და ამასთან დაკავშირებით, რას ფიქრობ რა მექანიზმი გვაქვს ამ შემთხვევაში? (ნორმა მიუთითე)

    #2541

    Edika
    Participant

    საინტერესო საკითხია ეგ ძალიან, ყოველთვის არსებობს იმის რისკი რომ ვალდებულება შესრულებული, შესაბამისად შეწყვეტილი იყოს და სააღსრულებო წარმოება მაინც დაიწყოს. მაგალითად სასამართლოს კანონიერ ძალაში შესრული გადაწუვეტილებით მოვალეს დაეკისრა თანხის გადახდა. სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე მოვალემ ხელზე გადასცა ეს ტანხა კრედიტორს, მიუხედავად ამისა კრედიტორმა აიღო სააღ. ფურცელი, მიიტანა სააღსრულებო ბიუროში და დაიწყო აღსრულება. რა უნდა მოხდეს ასეთ შემთხვევაში?  როგორც ზემოთ ვთქვი პირველ რიგში დაგვჭირდება აღიარებითი სარჩელი ვალდებულების შესრულების და შეწყვეტილად ცნობის შესახებ.

     

    სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 34-ე მუხლი განსაზღვრავს სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძვლებს ამომწურავად და მითითებული არ არის ამ მუხლში ისს რომ სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის ან თუნდაც დეპონირება, ვალის პატიება და ა.შ არის სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძველი. რატომ? ჩემი აზრით იმიტომ რომ ეს ურთიერთობები ეხება უშუალოდ მოვალეს და კრედიტორს შორის ურთიერთობებს, იქედან გამომდინარე, რომ აღსრულებას არ გააჩნია მოვალის მიერ ვალდებულების შეწყვეტის (შესრულება, დეპონირება, პატიება  კონფუზია და ა.შ) შემოწმების, როგორც ცალმხრივი კერძოსამართლებრივი გარიგების მართლზომიერების სამართლებრივი მექანიზმი.  70-ე მუხლის (სააღ. წამოებათა შესახებ) მესამე ნაწილი განსაზღვრავს მოვალის ან მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულებას, თუმცა ეს ეხება მოვალეს და აღსრულებას შორის ურთიერთობას, ანუ როცა აღსრულებაში შეიტანს თანხას მოვალე რაც არის გათვალისწინებული სააღსრულებო ფურცლით, რა შემთხვევაშიც 25-ე პირველი პრიმა მუხლის მიხედვით წყდება სააღსრულებო წარმოება (კრედიტორის დაკმაყოფილების შემდეგ არანაირი ეტაპი აღარ არსებობს სააღსრულებო წარმოების, ბოლო ეტაპია კრედიტორის დაკმაყოფილება). 34-ე მუხლით პირდაპირ კი არ არის გათვალისწინებული რომ 70-ე  მუხლის მესამე ნაწილის შემტხვევაში წყდება სააღსრულებო წარმოება, მაგრამ 25-ე პირველი პრიმასტან ერთობლიობაში შეიძლება ითქვას რომ წყდება წარმოება.

     

    მოკლედ რომ ვთქვათ აღსრულებას არ გააჩნია ვალდებულების შეწყვეტის სამოქალაქო კოექსით გათვაკლისწინებული სამართლებრივი საფუძვლების მართლზომიერების შემოწმების სამართლებრივი მექანისმი და სწორედ ამიტომ არაა გათავლისწინებული კანონის 34-ე მულში ეს საფუძვლები ჩაწერილი სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებად. სააღსრულებო კანონი განსაზღვრავს ვალდებულების შეწყვეტას იძულებითი აღსრულების საფუძველზე. ასე რომ თუ შესრულდა ვალდებულება სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლით დადგენილი წესით, აღსრულებას ვერ მოთხოვს მოვალე რომ შეწყვიტე აღსრულებაო. სასამართლომ უნდა შეწყვიტოს აღსრულება ჩემი აზრით და რატომ და რა საფუძვლით მერე დავწერ თუ შევთანხმდებით რაც ზემოთ ვთქვი იმაზე.

     

     

    #2542

    აღმასრულებელი, რომ ვერ შეამოწმებს მსგავსი სახით ვალდებულების შესრულების ფაქტს და აქედან გამომდინარე მას რომ არ გააჩნია აღნიშნული საფუძვლით აღსრულების შეწყვეტის უფლებამოსილება ამაში გეთანხმები (თუმცა ტექნიკურად შესაძლებელია კანონმდებლობის შეცვლა და ამ საკითხის სხვაგვარად რეგულირება, მაგრამ ეს სხვა თემაა)..

     

    მაგრამ ჩემი კითხვა სხვა რამეს ეხებოდა, მსგავს შემთხვევაში, როცა ძალაშია შესული გადაწყვეტილება ვთქვათ გარკვეული თანხის დაკისრების შესახებ და პირი ასრულებს ვალდებულებას ნებაყოფლობით, აღმასრულებლისგან დამოუკიდებლად, როგორ უნდა მოხდეს ვალდებულების შეწყვეტის შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად ამ აღსრულების შეჩერება/შეწყვეტა? რა მექანიზმები გვაქვს კანონმდებლობაში? (კითხვა კონკრეტულია 🙂 )

    #2550

    Edika
    Participant

    რა პრობლემაა ვერ ვხვდები. აღიარებითი სარჩელის შეტანას რომ დააპირებ თან მიმართავ უზრუნველყოფის სააღსრულებო წარმოების შეწყვეტაზე.

Viewing 10 posts - 11 through 20 (of 84 total)

You must be logged in to reply to this topic.