მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › მემკვიდრეობითი სამართალი
Tagged: ანდერძი, ანდერძისმიერი, კანონით მემკვიდრეობა, კანონისმიერი მემკვიდრე, მემკვიდრე, მემკვიდრეები, მემკვიდრეობა, მემკვიდრეობის მიღება, მეუღლეთა თანასაკუთრება, სავალდებულო წილი, სამკვიდრო, ტრანსმისია
- This topic has 162 replies, 5 voices, and was last updated 10 years, 7 months ago by
BLH.
-
AuthorPosts
-
აგვისტო 25, 2014 at 13:25 #1890
ივერიელი
Participantპრინციპში 1371-ე მუხლში, რომ ეწეროს “პირველი რიგის მემკვიდრეები”, სავალდებულო წილის უფლება გავრცელდებოდა ყველა პირველი რიგის მემკვიდრეზე, თუმცა ამჟამინდელი ჩანაწერიდან გამომდინარეც შეიძლება ასეთი განმარტების გაკეთება. მაგ ჩანაწერში შვილობილიც არ წერია, ასევე წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის მიზანს და ფუნქციას თუ ჩავუღრმავდებით შეიძლება მაგ გადაწყვეტილებაში მითითებული განმატებისგან, სხვაგვარი განმარტების გაკეთება.
ანუ იცი რისი თქმა მინდა, თუ კანონმდებელი კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს, კონკრეტული მოსაზრებებიდან გამომდინარე უშვებს წარმომადგენლობით მემკვიდრეობას და უთანაბრებს წარმომადგენლობით მემკვიდრეს, პირველი რიგის მემკვიდრეს, მაშინ ვერ ვხვდები სავალდებულო წილის დროს, რატომ ანიჭებს სავალდებულო წილის უფლებას ყველა პირველი რიგის მემკვიდრეს და გამორიცხავს წარმომადგენლობით მემკვიდრეს, რომელიც ფაქტობრივად გათანაბრებულია 1336-ე მუხლის მიხედვით პირველი რიგის მემკვიდრეებთან.
გასაგებია სასამართლოს არგუმენტი, რომ 1336-ე მუხლი არ უნდა გამოვიყენოთ, რადგან კანონისმიერი მემკვიდრეობის ნორმები არ მოქმედებსო, მაგრამ სისტემურად თუ შევხედავთ ამ საკითხს, მაშინ ვერ ვხვდები, რატომ უნდა გამოირიცხოს წარმომადგენლობითი მემკვიდრეობა ამ შემთხვევაში, ის მიზნი და ფუნქცია, რატომაც 1336-ე მუხლი განსაზღვრავს წარმომადგენლობით მემკვიდრეობას აღარ გვაქვს სავალებულო წილის უფლების შემთხვევაში? ვფიქრობ გვაქვს და 1371-ე მუხლი უნდა იქნეს შეცვლილი და სავალდებულო წილის მიმღებებად ჩაიწეროს “პირველი რიგის მემკვიდრეები”
აგვისტო 25, 2014 at 14:01 #29735BLH
Keymasterკიდევ ერთი გადაწყვეტილება შვილიშვილის მიერ სავალდებულო წილის მიღების უფლებაზე (გადაწყვეტილება N-ას-1577-1480-2012)
თბილისის სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას, სკ-ის 1371-ე და 1336-ე მუხლების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ შვილიშვილი წარმოადგენს პირველი რიგის კანონით მემკვიდრეს და, შესაბამისად, სავალდებულო წილის მიღებაზე უფლებამოსილ პირს, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მისი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: სკ-ის 1372-ე მუხლის მეორე წინადადება ითვალისწინებს სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლების ტრანსმისიას, თუმცა, ამავე ნორმის თანახმად, ტრანსმისია დასაშვებია, თუ სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრე გარდაიცვალა სამკვიდროს გახსნის შემდეგ, ისე, რომ მან ვერ მოასწრო სავალდებულო წილის მიღება, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, ასეთი რამ არ მომხდარა. შესაბამისად, სპეციალური ნორმის არსებობისას, შეუძლებელია გამოყენებულ იქნეს სკ-ის 1336-ე მუხლით გათვალისწინებული წარმომადგენლობითი ტრანსმისია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მამკვიდრებლის მიერ დატოვებული ანდერძი მოიცავს მთელ სამკვიდროს, ამასთან, ანდერძი არ არის შეცილებული მოსარჩელის მიერ. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო ნათელი ხდება ის ფაქტი, რომ სავალდებულო წილის უფლების დადგენისათვის არ შეიძლება იქნეს გამოყენებული კანონით მემკვიდრეობის ნორმები. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა სსკ-ის 411-ე მუხლით, მიიღო ახალი გადაწყვეტილება.
აგვისტო 28, 2014 at 13:17 #1957Edika
Participant…………………..
აგვისტო 28, 2014 at 13:37 #1958ივერიელი
Participant…………………….
აგვისტო 28, 2014 at 15:59 #1960Edika
Participant/………………
აგვისტო 31, 2014 at 12:25 #2015ივერიელი
Participant///////////////
აგვისტო 31, 2014 at 15:48 #2016Edika
Participant————–
აგვისტო 31, 2014 at 21:38 #2017ივერიელი
Participantl;;;;;;;;;;;;;;;;;;
სექტემბერი 9, 2014 at 11:16 #2515Edika
Participant(………………
სექტემბერი 15, 2014 at 23:50 #29452Crassus
Participantსამკვიდროს გაყოფა: სკ-ის 1452-ე მუხლი
(საქმე N-ას-839-788-2010)
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მემკვიდრეთა წილი მამკვიდრებლის ქონებიდან. კერძოდ, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე. სამმა მათგანმა სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილ ზომებს მიმართა. ერთ-ერთი მემკვიდრე გარდაიცვალა, თუმცა სამკვიდროს მიღებაზე პრეტენზია არც მას და არც მის მემკვიდრეებს არ განუცხადებიათ. მიუხედავად ამისა, პალატამ თითოეულ მემკვიდრეს სამკვიდროდან წილი მიაკუთვნა.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: სკ-ის 1452-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო გაიყოფა სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეების შეთანხმებით იმ წილის კვალობაზე, რაც თითოეულ მათგანს კანონით ან ანდერძით ერგებათ. მითითებული ნორმიდან და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სამკვიდრო მიღებულია რა სამი თანაბარი უფლების მქონე მემკვიდრის მიერ, სამკვიდრო მათ შორის თანაბრად უნდა განაწილდეს. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით თითოეულ მათგანს სამკვიდროდან განესაზღვრა ქონების 1/3 ნაწილი.
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.