მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › მემკვიდრეობითი სამართალი
Tagged: ანდერძი, ანდერძისმიერი, კანონით მემკვიდრეობა, კანონისმიერი მემკვიდრე, მემკვიდრე, მემკვიდრეები, მემკვიდრეობა, მემკვიდრეობის მიღება, მეუღლეთა თანასაკუთრება, სავალდებულო წილი, სამკვიდრო, ტრანსმისია
- This topic has 162 replies, 5 voices, and was last updated 10 years, 9 months ago by
BLH.
-
AuthorPosts
-
აგვისტო 16, 2014 at 16:12 #29460
BLH
Keymasterსახელმწიფოებრივი უფლებამოსილებები უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე საჯარო მმართველობა, რომელიც სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების კერძო სახეა. მაგ: საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციით მინიჭებული გარკვეული უფლებამოსილების განხორციელება სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელებაა, მაგრამ არა საჯარო მმართველობის განხორციელება, იგივე სისხლის სამართლებრივი გამოძიების წარმოება სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელებაა, მაგრამ არა საჯარო მმართველობის, თუმცა ნოტარიუსის მიერ განხორციელებული ქმედება, რამდენად წარმოადგენს ისეთ სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელებას, რომელიც არ არის საჯარო მმართველობის განხორციელება?
ჩემ მიერ მოყვანილ გადაწყვეტილებში, სწორედ ამ საკითხზე მსჯელობდა სასამართლო, წარმოადგენდა თუ არა სამკვიდრო მოწმობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ინდ. აქტს, უზენაესის დასკვნაში ადმინისტრაციული ინდ. აქტად კვალიფიკაციისთვის მას მხოლოდ “ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე” გამოცემის ელემენტი აკლდა.
ჩემი პოზიციაა მაინც, რომ ნოტარიუსი სხვადასხვა ბუნების მქონე სუბიექტია, მათ შორის იგი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ზაკ-ის 2.1-ე მუხლის გაგებით, მაგ: ნოტარიუსი ადმინისტრაციული ორგანოა, როცა ახორციელებს საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციას, ან როცა იგი იურიდიულ ფაქტს ადასტურებს და ა.შ.
აგვისტო 16, 2014 at 16:45 #29461kakha
Memberმაგის თქმა მინდა. ფაქტი, რომ ნოტარიუსი ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას არ ნიშნავს, ავტომატურად იმას, რომ ახორციელებს საჯარო მმართველობას.
საჯარო რეესტრში უფლების განხორციელების დროს შეიძლება განვიხილოთ როგორც საჯარო მმართველობის განმახორციელებელი ორგანო, მაგრამ ფაქტის დადასტურება, უზენაესი სასამართლოს განმარტებით არ წარმოადგენს საჯარო მმართველობას. (ბს-468-445(გ-07)).
აგვისტო 17, 2014 at 00:03 #29462Crassus
Participantანუ ფაქტობრივად გამოდის, რომ როცა ნოტარიუსის მიერ გამოცემული აქტი არ არის გამოცემული ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ამავდროულად ნოტარიუსიც ავტომატურად ასეთ შემთხვევაში არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და შესაბამისად ეს ორი ელემენტი არ გვაქვს, თუმცა ნოტარიუსი ზოგიერთ შემთხვევაში წარმოადგენს ადმინისტრაიულ ორგანოს.
საინტერესოა თუ როგორ ორგანოს წარმოადგენს ნოტარიუსი, როცა სააღსრულებო ფურცელს გასცემს.
აგვისტო 17, 2014 at 00:19 #29463kakha
Memberსააღსრულებო ფურცლის გაცემის დროს, არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. სააღსრულებო ფურცელი არ არის ადმინისტრაციული აქტი. ”ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე” – ცნების ეს ელემენტი არ გვაქვს.
აგვისტო 17, 2014 at 00:59 #29465Crassus
Participantადმინისტრაციული ორგანო არ არის, მაგრამ ვინ არის? ნოტარიატის შესახებ კანონი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ კანონმდებლობას?
აგვისტო 17, 2014 at 02:04 #29467kakha
Memberრას გულისხმობ? ის პირია რომელსაც კანონით აქვს მინიჭებული კონკრეტული უფლებამოსილება. უფრო ზუსტად მისი კომპეტენციაა განსაზღვრული კანონით. საჯარო ნდობის პირი… ან რა მნიშვნელობა აქვს რას ვუწოდებთ? 🙂
ამ შემთხვევაში შეფასების საგანია არ ის თუ რას წარმოადგენს ნოტარიატის შესახებ კანონი. შეფასების საგანია ის კანონი, რომლიდანაც გამომდინარეობს, რომელიც არეგულირებს კონკრეტულ ურთერთობას და რომლის საფუძველზეც გამოიცემა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესს კი შეიცავს ნოტარიატის შესახებ კანონი, მაგრამ გაცემის საფუძველი ყოველთვის არის სამოქალაქო კოდექსის შასაბამისი ნორმა.
აგვისტო 18, 2014 at 14:14 #1587BLH
Keymasterანდერძის ფორმა და შედგენის წესი
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ანდერძი შეიძლება შედგეს, როგორც სანოტარო ფორმით, ასევე შინაურული სახით.(იხ. სტატია სრულიად).
აგვისტო 18, 2014 at 14:55 #1775ივერიელი
Participantშინაურულ ანდერძთან დაკავშირებული საკითხები
ზოგადად შინაურული ანდერძი, როგორც ზემოთ მოყვანილი სტატიებიდანაც ჩანს, არის ისეთი ანდერძი, რომელიც არის დაწერილი და ხელმოწერილი მამკვიდრებლის მიერ, ისე რომ ნოტარიულად არ არის დამოწმებული აღნიშნული ანდერძი, ანუ უბრალოდ აიღო მამკვიდრებელმა ფურცელი და კალამი, დაწერა თავისი სურვილები მის დანაშთ ქონებასთან დაკავშირებით და მოაწერა ხელი. ასეთი ანდერძი იქნება, ისეთივე იურიდიული ძალის მქონე, როგორიც ნოტარიუსის მიერ დადასტურებული ანდერძი.
თუმცა მეორე მხრივ არსებობს გარკვეული რეგულაციები, რაც ახასიათებს შინაურულ ანდერძს. მაგ: სამკვიდროს მოწმობის მისაღებად მემკვიდრემ, რომლემაც შინაურული ანდერძით მიიღო სამკვიდრო, უნდა წარადგინოს ექსპერტიზის დასკვნა, რომ ანდერძი მართლაც გარდაცვლილ მამკვიდრებელს ეკუთვნოდა.
ასევე ისეთ შემთხვევებში, როცა გვაქს რამდენიმე შინაურული ანდერძი, ჭირს იმის გარკვევა, თუ რომელია უფრო ადრე დაწერილი. თვითონ ექსპერტიზამაც შეიძლება სხვადასხვა პასუხი დადოს, იმის შესახებ მართლაც მამკვიდრებლის მიერ არის თუ არა დაწერილი შინაურული ანდერძი,
მაგ: საქმეში N-ას-1563-1563-2011, სადაო იყო შინაურული ანდერძი ეკუთვნოდა თუ არა გარდაცვლილ პირს, საქმეში წარმოდგენილი იყო 3 ექსპერტიზის დასკვნა, საიდანაც ორის მიხედვით გარდაცვლილს ეკუთვნოდა ანდერძი, ხოლო მესამის მიხედვით საწინააღმდეგო დასტურდებოდა.
მნიშვნელოვანია ასევე სამოქალაქო კოდექსის 1401-ე მუხლის დანაწესიც:
“1. თუ ერთმა პირმა რამდენიმე ანდერძი შეადგინა, რომელთაგან ერთერთი შედგენილია სანოტარო ფორმით, დანარჩენი კი არა, უპირატესობა სანოტარო ფორმით შედგენილ ანდერძს ენიჭება.
2. სანოტარო ანდერძი არ შეიძლება მოიშალოს სხვა ფორმის ანდერძით.”
აგვისტო 18, 2014 at 15:29 #1777Edika
Participantურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნების დროს სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული ყველაფერი (ანუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით უნდა შეაფასოს მტკიცებულებები).
აგვისტო 18, 2014 at 17:55 #1778ივერიელი
Participantხოდა შეაფასა და თქვა, რომ ის ორი ექსპერტიზა, რომელიც ადასტურებდა, რომ ანდერძი დაწერილი იყო მამკვიდრებლის მიერ იყო სწორი, ხოლო მესამე ექსპერტიზა, რომელიც შსს-ს საგამომძიებლო სამსახურის მიერ იქნა წარმოებული – მცდარი.
მანდ საინტერესოა ისიც, რომ სხვა მტკიცებულებებიც გამოიკვლია, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები და მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, თანაც იმ ფონზე, რომ თვითონ ეს ანდერძი განადგურდებული იყო პროცესის წარმოების დროს, რადგან იმავე შსს-ს საგამომძიებლო სამსახურს ვითომ და დაეწვა 😀 :)))
პ.ს. ეჭვი მაქვს სულაც დაწვეს :))
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.