მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი) › Reply To: ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
ნოემბერი 29, 2014 at 16:30
#3248
Keymaster
997-ე მუხლთან დაკავშირებული რეგულაცია ევროპულ მოდელურ კოდექსში (DCFR VI 3:201)
“VI.–3:201: Accountability for damage caused by employees and representatives
(1) A person who employs or similarly engages another is accountable for the causation of legally relevant damage suffered by a third person when the person employed or engaged:
(a) caused the damage in the course of the employment or engagement; and
(b) caused the damage intentionally or negligently, or is otherwise accountable for the causation of the damage.
(2) Paragraph (1) applies correspondingly to a legal person in relation to a representative causing damage in the course of acting as such a representative. For the purposes of this paragraph, a representative is a person who is authorised to effect juridical acts on behalf of the legal person by its constitution.”
აღნიშნული მუხლი ორ ნაწილიანია, პირველი ნაწილის მიხედვით, პირი პასუხისმგებელია მისი დაქირავებულის ან ანალოგიურად დაკავშირებული პირის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას ბრალეული და ბრალის გარეშე ქმედების (ბრალის გარეშე პასუხისმგებელობის შემთხვევა) შედეგად მესამე პირებისათვის მიყენებული ზიანისათვის.
მეორე ნაწილის მიხედვით იურიდიული პირები აგებენ პასუხს თავიანთი წარმომადგენელთა ქმედებებისათვის.
დასაქმებულის ცნება დასაქმებულის ცნება განისაზღვრება მისა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობის არსებობიდან გამომდინარე. დასაქმებული არ იქნება დამოუკიდებელი ქვე-კონტრაქტორი და მსგავსი ტიპის დამოუკიდებელი სუბიექტები, რადგან დასაქმებულის გამო პასუხისმგებლობის ამოსავალი წერტილიაის გარემოება, რომ დამსაქმებელს გააჩნია დასაქმებულის ქმედების აბსტრაქტული კონტროლისა და მეთვალყურეობის მექანიზმები, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, ხოლო დამოუკიდებელ ქვე-კონტრაქტორს ან სხვა მსგავს სუბიექტების მიმართ ასეთი ძალაუფლება არ არსებობს.
მაგ: საზღვაო კლუბი ქირაობს ამწეკრანს კერძო ფირმისაგან, რათა გადაიტანოს თავიანთი კლუბის წევრთა კუთვნილი იახტები ხმელეთზე შესაკეთებლად. კერძო ფირმა უზრუნველყოფს აღნიშნული ამწის მიწოდებას, თავისი პერსონალით. ამ უკანასკნელთა გაუფთხილებლობის გამო დაზიანდა ერთი იახტა. ამ შემთხვევაში კერძო კომპანია იქნება პასუხისმგებელი და არა საზღვაო კლუბი აღნიშნული ზიანისათვის.
როგორც უკვე ავღნიშნე აღნიშნული მუხლი ვრცელდება არა მხოლოდ დასაქმებულებზე, არამედ ისეთ პირებზეც რომლებთანც არ არსებობს შრომითი ურთიერთობა ფორმალური სახით, თუმცა მათ მიმართ არსებობს „instructional dependence” (superiority and inferiority), ანუ უფლებამოსილება აკონტროლს და უმეთვალყურეოს ამ პირის ქმედებებს.
მაგ: კლინიკა უზრუნველყოფს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს, უფასო სამედიცინო სტაჟირებით, რომლის ფარგლებშიც სტუდენტის მიერ გამოჩენილი დაუდევროს გამო ერთ-ერთ პაციენტს მიადგა ზიანი. ამ შემთხვევაში მართალია სტუდენტსა და კლინიკას შორის არ არსებობს შრომითი ურთიერთობა, თუმცა მაინც კლინიკა იქნება პასუხისმგებელი ამ ზიანისათვის.
როცა დროებით ხდება პირთა აყვანა სამსახურში, პასუხისმგებლობა მათი ქმედებებისათვის ეკისრება კომპანიას, რომელმაც უზრუნველყო ასეთი პირების მიწოდება. მაგრამ თუ ამ პირთა ინტეგრირება მოხდება კომპანიაში (მაგ: აცვიათ ფორმა, ახორციელებენ ყოველდღიურ საქმიანობას), მაშინ ისინი წარმოადგენენ „similary engaged” პირებს (ანალოგიურად დაკავშირებულ პირებს) და მათი ქმედებისთვის პასუხს აგებს ის კომპანია, რომელთანაც მართალია შრომით ურთიერთობა არ არსებობს, თუმცა სახეზეა ფიქცია.
მაგ: ბენზინის კომპანია საჭიროებდა დამატებით მძღოლს ბენზინის გადაზიდვისთვის რამდენიმე კვირის პერიოდისათვის. ამ მიზნით ბენზინის კომპანიამ დადო ხელშეკრულება სატრანსპორტო კომპანიასთან, რომელმაც მიაწოდა მძღოლი, რომელსაც ჩაუტარდა ტრეინინგები ბენზინის კომპანიის მხრიდან და მისი კარგი მუშაობის შედეგად დამატებითი დროით დაიტოვეს სამუშაოდ, თუმცა მან ამ დამატებით დროში გაუფთხიელბლობით მიაყენა ზიანი მესამე პირს ბენზინის გადაზიდვის დროს. აღნიშნულ შემთხვევაში ზიანი დადგა ბენზინის კომპანიის საქმიანობის განხორციელების დროს, იგი იყო ინტეგრირებული და ასრულებდა ამ კომპანიის მითითებას. მისი დე ფაქტო ზედამხეველი და ინსტრუქტორი იყო სწორედ ბენზინის კომპანია და იმის მიუხედავად, რომ მას ჰქონდა შრომითი ურთიერთობა სატრანსპორტო კომპანისთან, პასუხს აგებს ბენზინის კომპანია.
პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ მაშინ, როცა ზიანი მიყენებულია შრომითი (ან ანალოგიურად დაკავშრებული საქმიანობის) შედეგად. უნდა დაისვას კითხვა, ქმედების განხორციელბისას პირი შრომით ფუნქციებს ასრულებდა თუ პირად მიზნებს მიზდევდა.
მაგ: როცა ექიმი შვებულებაშია და მკურნალობს პიროვნებას, როდესაც მისი გაუფთხიელბლობას მოყვება ზიანი ამ პირისათვის. ამ შემთხვევაში ექიმის დამსაქმებელი კლინიკა არ იქნება პასუხისმგებელი.
