მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი) › Reply To: ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
@Edika said: სეირნობისას A-მ შეამჩნია როგორ დაამტვრია F-მა მანქანა. ეს უკანასკნელი მსუბუქ ავტომანქანას უგონო მდგომარეობაში მართავდა. A-მ დაინახა როგორ მოძრაობდა მზარდი სიჩქარით სატამაშო მოედნისკენ სადაც ბავშვები თამაშობდნენ. იქვე სამსახურში მიმავალი B-ს რომელიც სხდებოდა თავის მანქანაში, გასაღები წაართვა A-მ, დაჯდა მანქანაში და იმგვარად შეეჯახა F-ის ავტომანქანას რომ შეუცვალა მიმართულება.
მართლზომიერია თუ არა A-ს ქმედება და შესაბამისად ხვდება თუ არა სკ-ის 117-ე მუხლის რეგულაციის ქვეშ, დამოკიდებულია ექსპერტიზის დასკვნებზე და სხვა გარემოებებზე…
ზოგადად შეიძლება მართლზომიერი იყოს აღნიშნული ქმედება, რადგან შემთხვევა ეხებოდა კონკრეტული საფრთხეს, რომლის აღკვეთის მიზნით განხორციელებული ქმედების ფარგლებში A-მ დააზიანა, B-ს მანქანა და F-ის მანქანა. აღნიშნული ქმედების მართლზომიერად მიჩნევისათვის უნდა მოხდეს იმის დადგენა, თუ რამდენად თანაზომიერი იყო A-ს ქმედება აცდენილი საფრთხის მიმართ (ბავშვების ჯანმრთელობა/სიცოცხლე)… ანუ რამდენად აუცილებელი და პროპორციული იყო აღნიშნული ქმედება იმ სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიმართ, რის დაზიანებაც თავიდან იქნა აცილებული.
