მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი) › Reply To: ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
@StepanozMamfal said: ახლა რაც შეეხება კაზუსს, აქაც განსხვავებული პოზიცია მაქვს, კერძოდ:
1. C-ს დაზიანებას ასე ცალსახად 117-ე მუხლის გარედ ვერ მოვაქცევდი, რადგან გააჩნია რა სიმძიმის დაზიანების რისკის ქვეშ იყო A (ან საერთოდ სიკვდილის საფრთხის ქვეშ)… კაზუსიდან არ ჩანს პირდაპირ.. ექსპერტიზა იქნებოდა საჭირო და მის შესაბამისად მოხდებოდა ამ საკითხის გადაჭრა.
საერთოდ მაგ კაზუსიდან არ ჩანს ვის ვის მიმართ რის საფუძველზე აქვს მოთხოვნის უფლება. უბრალოდ რა შესაძლო მოთხოვნები შეიძლება იყოს ის დავწერე.
2.მე ვფიქრობ A-ს არ უნდა მოეთხოვოს ზიანის ანაზღაურება არც C-სგან და არც D-სგან.. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა და ეყდნობა იმ გარემოებას, რომ C და D-ს ზიანი დაკავშირებულია B-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან, ხოლო A-ს ქმედება თუ ჩაითვლება მართლზომიერად.. B-ს უმართლობა “გადაყლაპავს” A-ს პასუხისმგებლობას, რადგან რომ არა მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არც A-ს ქმედება არ განხორციელდებოდა და არ დაზიანებოდნენ C და D… ამასთან 117-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს A-ს პასუხისმგებლობის ჩამოწერის შესაძლებლობას.
მასე გადაყლაპვის პრინციპი არასწორია ჩემი აზრით. არის ზიანი. თუ ამ ზიანში გვაქვს ორივე მხარის მოქმედება, მართლწინააღმდეგობა ბრალეულობა და მიზეზ-შედეგობრიობა ორივემ უნდა აგოს პასუხი სოლიდარულად 998-ე მუხლით. ახლა ამ შემთხვევაში რას ნიშნავს ორივე მხარის მართლსაწინააღმდეგო ქმედება? ანუ რაში გამოიხატება B-ს და A-ს მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება – B არღვევს საგზაო წესებს, კერძოდ მოძრაობს ნსვამ მდგომარეობაში საპირისპირო გზაზე. რაში გამოიხატება A-ს მართლსაწინააღმდექო ქმედება? მიუხედავად იმისა რომ სხვა გზა არ ქონდა A-ს, მაინც არ ქონდა უფლება ზიანი მიეყენებინა D-სთვის, მიუხედავად იმისა რომ საკუთარი ინტერესებისთვის მოქმედებდა და საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობდა A.
3. რაც შეეხება 998-ე მუხლს.. შეიძლება ისე განვმარტოთ, რომ ამ მუხლში თანამონაწილეების ქმედებას თან ზდევს საერთო განზრახვა და ზოგადად 998- ე მუხლი დაკავშირებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან და არა მართლზომიერ ქმედებასთან. ამასთან იგივე არგუმენტს დავწერ, რაც ზემოთ, რომ 117-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს A-ს პასუხისმგებლობის ჩამოწერის შესაძლებლობას.
http://www.library.court.ge/upload/3327.pdf აქ წერია ამასთან დაკავშირებით 18-ე გვერდზე და არ ვეთანხმები. შეიძლება ეგრე განვმარტოდ კი არა ეგრე უნდა იყოს წესით და რიგით როგორც ამბობ.ანუ 998-ე მუხლში იგულისხმება როცა ორივე მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს. 998-ე მუხლი მოცემულია დელიქტების თავში. ასევე ამასთან დაკავშირებით წერია სახელშეკრულებო სამართალში ზემოტ რაც დავწერე იმ წიგნში. 684-685 გ.ვ. ანუ საუბარია იმაზე რომ კანონმდებელი იყენებს იურიდიულ ტექნიკას, რომელიც საჭიროდ არ მიიჩნევს ყოველი ნორმის აგების დროს იმის გამეორებას რომ ქმედება არის მართლსაწინააღმდეგო.
