მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › საგადასახადო სამართალი › ერთობლივი შემოსავლები და გამოქვითვები › Reply To: ერთობლივი შემოსავლები და გამოქვითვები
გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესი
როგორც უკვე ავღნიშნეთ, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს. საგადასხადო აგენტი შეიძლება იყოს საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, ხოლო არამეწარმე ფიზიკურ პირს არ გააჩნია საგადასახდო აგენტის ფუნქციები.
მაგ: წარმოვიდგინოთ ორი შემთხვევა, შპს-მ ისესხა 10.000 ლარი ნიკასგან და ფიზიკურმა პირმა მარიამა (რომელიც არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას) ისესხა 10.000 ლარი ნიკასგან.
პირველ შემთხვევაში სესხის პროცენტების საშემოსავლო გადასხადის (5%) წყაროსთან დაკავების ვალდებულება გააჩნია შპს-ს, ხოლო მეორე შემთხვევაში ფიზიკურ პირ მარიამს არ ევალება ასეთი ვალდებულება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სსკ-ის 154-ე მუხლში ჩამოთვლილია კონკრეტულად თუ ვინ შეიძლება იყოს საგადასხადო აგენტი. მათგან გამოვყოთ ძირითადი:
- პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
- პირი, რომელიც პირს უხდის პენსიას, გარდა იმ პენსიისა, რომელიც გაიცემა სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში;
- პირი, რომელიც არარეზიდენტს გადასხადებს აკავებს წყაროსთან. (საგადასხადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადასახადებს);
- საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს, რომელსაც არ აქვს გადასახადის გადამხდელის მოწმობა;
- წამახალისებელი გათამაშების, სამორინეს, აზარტული თამაშების, ლოტოს, ბინგოსა და ლატარიის მომწყობი პირი, რომელიც ფიზიკურ პირს უხდის მოგებას.
- რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს; პირი, რომელიც პირს უხდის პროცენტს და პირი, რომელიც ფიზიკურ პირს უხდის როიალტს;
- პირი, რომელიც უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას ფიზიკურ პირს, რომელსაც არ აქვს გადასახადის გადამხდელის მოწმობა, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისათვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა;
როგორც ზემოთ უკვე განვიხილეთ, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს (საგადახადო აგენტს).
გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები;
საგადასხადო აგენტი, რომელიც გადახდის წყაროსთან აკავებს გადასხადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
მაგ: შპს „ა“-ში არის დასაქმებული „ბ“, რომლის ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 500 ლარს. ხელფასის გადახდისას „ბ“-ს ხელზე ასაღები ხელფასის თანხაა 400 ლარი, ხოლო 100 ლარი შპს-მ უნდა გადარიცხოს ბიუჯეტში იმავე დღეს, როცა მოხდება ხელფასის „ბ“-სთვის ჩარიცხვა.
საგადასხადო აგენტი ასევე ვალდებულია წარუდგნინოს საგადასხადო ორგანოს ცნობა შემოსავლის მიმღები პირის სარეგისტრაციო ნომრის, გვარისა და სახელის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, საანგარიშო პერიოდისათვის შემოსავლის საერთო თანხისა და დაკავებული გადასახადის საერთო თანხის მითითებით, არა უგვიანეს გადასახადის დაკავების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
საგადასხადო აგენტი ვალდებულია წყაროსთან გადასხადის დაბეგვრის შემდგომი თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა წარადგინოს ფინანსთა მინისტრის N-999 ბრძანებით გათვალისწინებული ფორმით დეკლარაცია, განხორციელებული განაცემების დაბეგვრასთან დაკავშირებით.
მაგ: თუ მარტში მოხდა წყაროსთან გადასხადის დაბეგვრა, აპრილის 15 რიცხვამდე უნდა მოხდეს, როგორც დეკლარაციის, ისე ცნობის წარდგენა.
