#29066
BLH
Keymaster

გამქირავებლის მიერ ქირავნობის ვადამდე მოშლა 

 

გარდა ზოგადი საფუძვლებისა, რომელიც მოცემულია ზოგადი ვალდებულებითი სამართლი წიგნში (398-ე,399-ე,405-ე მუხლები)

 

ქირავნობის თავში განსაზღვრულია სპეციალური შემთხვევი, როდესაც გამქირავებელი უფლებამოსილია ცალმხრივად, ვადამდე მოშალოს ქირავნობის ხელშეკრულება.

 

გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელი, გამქირავებლის გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ ნივთს მნიშვნელოვნად აზიანებს ან ქმნის მნიშვნელოვანი დაზიანების რეალურ საშიშროებას.

 

მაგ: უდიერად ეპყრობა ავეჯს, აზიანებს ბინაში არსებულ ტექნიკას, და ა.შ.

 

გამქირავებელი უფლებამოსილია, მოშალოს ქირავნობის ხელშეკრულება პატივსადები მიზეზის არსებობისას. პატივსადები მიზეზის შესახებ იტყობინება 399-ე მუხლი, ხოლო 562-ე მუხლი განმარტავს ამომწურავად, თუ რა შეიძლება იყო ქირავნობის მოშლის პატივსადები მიზეზი. ეს შეიძლება იყოს შემდეგი შემთხვევები:

 

ა) დამქირავებელმა თავისი სახელშეკრულებო ვალდებულებები ბრალეულად მნიშვნელოვნად დაარღვია;

 

ბ) გამქირავებელს საცხოვრებელი სადგომი სჭირდება უშუალოდ თვითონ ან ახლო ნათესავებისათვის; მაგ: გამქირავებელის ოჯახი გაიზარდა, გაყიდა მეორე ბინა და არ აქვს საცხოვრისი და ა.შ.

 

გ) დამქირავებელი უარს ამბობს გადაიხადოს გამქირავებლის მიერ შემოთავაზებული გაზრდილი ქირა, რომელიც შეესაბამება ბაზარზე არსებულ ბინის ქირას;

 

დ ) დამქირავებელმა გამქირავებლის მიმართ ჩაიდინა ისეთი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური მოქმედება, რომელიც შეუძლებელს ხდის მათ შორის ურთიერთობის შემდგომ გაგრძელებას.

 

ამავდროულად აღსანიშნავია, რომ თუ ქირავნობის საგანს შეადგენს ავეჯით გაწყობილი ბინა, მაშინ გამქირავებელს ყოველთვის შეუძლია ხელშეკრულების მოშლის ვადის დაცვით მოშალოს ქირავნობის ხელშეკრულება.