მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები › Reply To: სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები
არარად ბათილი ხელშეკრულებაა, რადგან ნამდვილ მესაკუთრეს ნება არ გამოუვლენია საერთოდ და შესაბამისად მისი სახელით დადებული, როგორც მინდობილობა, ისე შემდგომ უკვე წარმომადგენლობითი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება არის ბათილი.
თუ პირს არ გადაეცა სესხის საგანი, მაშინ არც მისი ვალდებულება არსებობს დააბრუნოს იგი. ხოლო თუ არ არსებობს სესხის ხელშეკრულება, მაშინ არც იპოთეკა არსებობს, რადგნ იპოთეკის არსებობა დაკავშირებულია სესხის არსებობასთან.
რაც შეეხება მეორე საკითხს, ამ შემთხვევაში შემძენს ვერ დაიცავს ვერაფერი, რადგან რეესტრის სისწორის პრეზუმფცია იცავს ბინის მესაკუთრეს, რომლის სახელზეც არის ეს ბინა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ამ შემთხვევაში შემძენი ენდობა მინდობილობას, რომელზეც ეს პრეზუმფცია არ ვრცელდება.
მაგალითად ნიკაზეა რეგისტრირებული ბინა, რომლის გაყიდვის შესახებ გაყალბებული მინდობილობით მარიამი ცდილობს ეს ბინა მიყიდოს ნინოს. ამ შემთხვევაში ამ მინდობილობის ჩანაწერს ენდობა ნინო “რომ მარიამი უფლებამოსილია გაყიდოს ნიკას ბინა”, შესაბამისად მას ვერ დაიცავს რეესტრის სისწორის პრეზუმფცია, რომელიც მხოლოდ იმას განსაზღვრავს, რომ ნიკაა მესაკუთრე და ნიკას შეუძლია განკარგოს ეს ბინა, იგი არ ვრცელდება ყალბ მინდობილობაზე.
ხოლო ამ შემთხვევაში ბინის შემძენი თუ გაასხვისებს ამ ბინას, მაშინ უკვე სხვა საკითხი იქნება და ძველი მესაკუთრე ვერ დაიბრუნებს ბინას.
