ჭკვიანურად დაზოგვა

fx-image

როგორ დავაღწიოთ თავი ცუდ ფინანსურ ჩვევებს და ვისწავლოთ ჭკვიანურად დაზოგვა?

ადამიანებმა არ იციან როგორ დაზოგონ და თითქოს არც კი არიან დაინტერესებული ამით.

მათ ურჩევნიათ დახარჯონ ის რაც აქვთ და აღარ იზრუნონ პირად ფინანსებზე, შედეგად იღებენ ვალებს და ხვდებიან კრედიტ-ინფოში, როგორც ცუდი გადამხდელები. უკვე დროა, რომ მათ, ვისაც მსგავსი უარყოფითი ჩვევები აქვს ფინანსებთან მიმართებით, ისწავლონ პრიორიტეტების განსაზღვრა საჭიროებების მიხედვით და გონივრულად დაზოგონ თანხა.

როგორ ვისწავლოთ მარტივად და ეფექტურად დაზოგვა?

დაიწყეთ მცირედით: ფული ყოველთვის დაგჭირდებათ! როდესაც ფინანსების გარეშე რჩებით, გიწევთ ფულის სესხება, ხოლო ნებისმიერი სესხი გულისხმობს ძირითად თანხასთან ერთად საპროცენტო სარგებლის დაფარვასაც, რომელიც ხშირად საკმაოდ მაღალია.

რადგან თქვენ იცით რა გჭირდებათ, რამდენს გამოიმუშავებთ და ხარჯავთ, თქვენ ასევე გეცოდინებათ როგორ შეძლოთ დანაზოგის გაკეთებას. იხილეთ რამდენიმე ფინანსური რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ, ძველი არასასურველი ჩვევების დავიწყებასა და ახალი, სასარგებლო ჩვევების ჩამოყალიბებაში:

  • შეადგინეთ ხარჯვისა და გამოყენების გეგმა!

ადამიანებს აქვთ ჩვევა დახარჯონ იმაზე მეტი, ვიდრე ეს ჭირდებათ, ზომიერების გარეშე და არ ფიქრობენ ხვალინდელ დღეზე. უსაზღვრო ხარჯვის ნაცვლად, შეადგინეთ ფინანსების მართვის გეგმა და მოახდინეთ ხარჯების ოპტიმიზაცია. ყველაფერი რაც ზედმეტად დაგრჩებათ, განათავსეთ შემნახველ ანგარიშზე დეპოზიტის სახით.

  • განსაზღვრეთ ყოველთვიურად დასაზოგი თანხის ოდენობა!

თქვენი ხელფასის გარკვეული პროცენტი უნდა შეიტანოთ შემნახველ ანგარიშზე. არ არის საჭირო დაადგინოთ უიმედო ზღვარი, რომელიც საკმაოდ მაღალი იქნება; გადადეთ გვერდით იმდენი თანხა, რამდენსაც თვლით რომ გრჩებათ ზედმეტი!

  • გადაიხადეთ ყველაფრის საფასური ბარათით

თუ თქვენ როდესმე გიყვარდათ ნაღდი ფულის ბანკნოტების ხელში ჭერა, უმჯობესია შეცვალოთ ეს ჩვევა და ისწავლოთ, როგორ დაზოგოთ საზრიანად.

ყველაფრის საფასურის ბარათით გადახდისას, თქვენ აღარ გექნებათ ბანკომატიდან თანხის გამოტანის ცდუნება (რომელშიც საკომისიოს იხდით). გარდა ამისა, თქვენ შეიძლებთ დამატებითი სარგებელი მიიღოთ სხვადასხვა ტიპის ბარათების გამოყენებით.

  • სანამ თქვენი აქტივები ფუნქციურია, რატომ უნდა შეცვალოთ ისინი?

თითეულ ჩვენგანს აქვს სურვილი აღჭურვილი იყოს უახლესი მოდელის გაჯეტით, მაგრამ რამდენი ძალისხმევა გვჭირდება ამისათვის? ფინანსურ რჩევებს შორის საუკეთესო უკავშირდება მარტივად დაზოგვას თქვენი აქტივების სრულ ამოწურვამდე და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ წახვიდეთ და იყიდოთ მაღალტექნოლოგიური  ხელსაწყოები. რა თქმა უნდა, ამ დროს, თქვენ შეძლებთ დაზოგვას და პირადი ფინანსები აღარ დაზარალდება.

  • თუ თქვენ აკეთებთ დანაზოგს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ღარიბი ხართ!

სულაც არა! ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხართ ბრძენი ადამიანი და იცით როგორ გამოიყენოთ ფინანსური მენეჯმენტი თქვენ სასარგებლოდ, სხვებისგან განსხვავებით, რომლებიც ხარჯავენ ზედმეტ ფულს სხვადასხვა ნივთებში, რომლებიც საბოლოოდ დაამწუხრებს მათ, თქვენ იქნებით ძალიან კმაყოფილი, რომ შეძელით დანაზოგის გაკეთება თქვენ ანგარიშზე, რომელიც გაიზრდება და არ დაიხარჯება უსარგებლოდ.

როდესაც ისწავლით, როგორ დაგეგმოთ საკუთარი ფინანსები და ამის გაკეთება შეგიძლიათ გონივრულად, აღმოაჩენთ, რომ თავს გრძნობთ შესანიშნავად, როგორც ახალი პიროვნება, რომელიც ძალიან გონიერი და ყოველთვის კარგად ინფორმირებულია.

მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, არ დაუბრუნდეთ ძველ, ცუდ ჩვევებს ფინანსური თვალსაზრისით და განავითაროთ არსებული ახალი, ჯანსაღი ჩვევები ფულის მოგროვებასთან დაკავშირებით.

დაკავშირებული სტატია: როგორ მოვიზიდოთ ფული?