შვებულების უფლების რეალიზაცია

Annual_Leaveშვებულების უფლების რეალიზაცია

საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით.

ასევე დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით.

შრომის კოდექსი განსაზღვრავს არა მარტო შვებულების ხანგრძლივობის ფარგლებს, არამედ ანიჭებს დასაქმებულს უფლებას, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, მისი ცალმხრივი ნების საფუძველზე. ანუ, შვებულების რეალიზაციისთვის საკმარისია დასაქმებულმა გამოხატოს ნება, რომელიც მიუვა დამსაქმებელს. შვებულების აღება იძენს ძალას დამსაქმებლის მიერ მისი მიღების მომენტიდან და არ საჭიროებს ამ უკანასკნელის თანხმობას, იმისათვის, რომ შევიდეს ძალაში.

მაგ: „ა“ -ს, რომელიც მუშაობს კომპანია „X”-ში წარმოეშვა შვებულების აღების უფლება. მან გადაწყვიტა წასულიყო დასასვენებლად თურქეთში 2014 წლის 10 მარტიდან, რის შესახებაც 2014 წლის 20 თებერვალს შეატყობინა დირექტორს

მოცემულ შემთხვევაში კომპანია „X”-ის დირექტორის თანხმობა არ არის საჭირო, ვერც მისი უარი განაპირობებს შვებულების აღების გაუქმებას.

მართალია დასაქმებულის ნებაზეა შვებულების უფლების აღება, თუმცა მან ეს უფლება არ უნდა გამოიყენოს ბოროტად, კერძოდ თუ კომპანიის შრომის განაწესით არ არის დადგენილი შვებულების აღების წესი და პირობები, მან ისე უნდა აიღოს შვებულება, რომ არ აზარალოს კომპანიას.

ყოველწ­ლიური ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენს დასაქმებულის დასვენების დროს, ანუ იმ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიც­ვალოს ფულადი კომპენსაციით. ამ დანაწესის აუცილებლობა იმა­შია, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილ იქნას დასაქმებულის დასვენების უფლება და ფულადი კომპენსაციით ჩანაცვლებით არ მოხდეს საქართველოს შრომის კოდექსით დასაქმებულის დაცვის მიზნების უგულებელყოფა.

ამდენად ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც რაიმე ფორმით ზღუდავს დასაქმებულის შვებულების უფლებას არის ბათილი.

მაგალითისთვის სანიმუშოდ წარმოგიდგენთ ბათილ პირობებს:

  • პირობა, რომელიც შვებულების აღების შესაძლებლობას უკავშირებს მხოლოდ კომპანიის დირექტორთან შეთანხმებას.
  • პირობა, რომელიც შვებულების ვადას ამცირებს, ასევე პირობა, რომელიც შვებულების ვადის გარკვეულ ნაწილს ფულადი ანაზღაურებით ცვლის.
  • პირობა, რომელიც ზღუდავს დასაქმებულს, მისი ცალმხრივი ნების საფუძველზე აიღოს შვებულება.