ქირავნობის & იჯარის რეგისტრაციის ვალდებულება

ქირავნობის & იჯარის რეგისტრაციის ვალდებულება

ბევრი მომხმარებელი გვეკითხება ქირავნობის & იჯარის ხელშეკრულების რეგისტრაციის ვალდებულების შესახებ, ამიტომაც გვსურს განმარტება გავაკეთოთ ამ საკითხზე.

ზოგადი წესის თანახმად ქირავნობის & იჯარის ხელშეკრულების ძალაში შესვლისთვის საჭირო არ არის ხელშეკრულების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, თუმცა არსებობს გამონაკლისი, რომელიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.

ქირავნობის & იჯარის ხელშეკრულება საჭიროებს რეგისტრაციას საჯარო რეესტრში მხოლოდ მაშინ,  თუ არსებობს შემდეგი გარემოებების ერთლობლიობა:

  1. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე არის კერძო სამართლის იურიდიული პირი.
  2. ხელშეკრულების ვადა ტოლია ან მეტია 1 წელზე.