უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება

dbf12584135fუძრავ ქონებაზე ყადაღის დადება

უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება გულისხმობს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი ნებისმიერი ფორმით განკარგვის აკრძალვას.

რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი აქტის, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის (საჯარო რეესტრი) გაგზავნის გზით, ხოლო უძრავ ქონებაში განთავსებულ მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადება – ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე.

უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების ან გაუქმების აქტი დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო რეესტრს.

ყადაღის დადების შემდგომ, ბათილია ნებისმიერი გარიგება, რომელიც იდება ყადაღდადებულ ქონებაზე.

მაგ: ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება იქნება ბათილი, თუ აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო ბინაზე ყადაღის დადების შემდეგ.

სააღსრულებო სამართლის სხვა საკითხები იხილეთ BLH-ის სააღსრულებო სამართლის ფორუმზე.