სტატიების დამზადების მომსახურება

 contentmanagement-e1324400012158სტატიების დამზადების მომსახურება

წინა სტატიებში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ კონტენტ მარკეტინგის შესახებ, წინამდებარე სტატიაში კი განვიხილავთ, კონტენტ მარკეტინგის ერთ-ერთ ძირითად ელემენტს – სტატიების საკითხს, ამავდროულად წარმოგიდგენთ ჩვენს მომსახურებას სტატიების შექმნის თაობაზე.

ადამიანები ყოველდღიურად უამრავ ინფორმაციას ეძებენ ინტერნეტში, ხოლო კონტენტ მარკეტინგის ფუნქციაა მათთვის ყველაზე უფრო საჭირო და საინტერესო ინფორმაციის მიწოდება, სხვადასხვა ფორმით: სტატიები, ვიდეო რგოლები, ანიმაცია და ა.შ.

რაც უფრო სასარგებლოა მიწოდებული ინფორმაცია, მით უფრო წარმატებულია ის სუბიექტი, რომელიც ამ ინფორმაციას ავრცელებს.

კონტენტ მარკეტინგი მოიცავს სხვადასხვა ელემენტებს: კონტენტის შექმნა, სიახლეების გავრცელება, ფორუმის წარმოება, კონტენტის გავრცელების სტრატეგია და ა.შ.

კონტენტ მარკეტინგის მრავალფეროვანი ბუნების მიუხედავად, მისი ბირთვი მაინც სტატიების წერაა.

დაკავშირებული სტატია: რა არის კონტენტ მარკეტინგი?

seo-infographics_23-2147504805რატომაა კონტენტ მარკეტინგი ეფექტური?

ინტერნეტ მარკეტინგის განვითარება, ადამიანებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის, უამრავი უინტერესო რეკლამა ვრცელდება ინტერნეტში, რომლებიც გვაწუხებს თითოეულ ჩვენგანს, შესაბამისად ადამიანებს უყალიბდებათ უარყოფითი დამოკიდებულება ინტერნეტში გავრცელებული ბიზნეს რეკლამების მიმართ.

მაგ: ხშირად ფეისბუქზე, საკუთარი მეგობრებისა და ნათესავების სიახლეების თვალიერების დროს, უცნაური შეთავაზებები ჩნდება, ვიღაცა გვთავაზობს მანქანის საბურავებს, ვიღაცა ტვირთის გადაზიდვის შესახებ იტყობინება და ა.შ.

რა თქმა უნდა აღნიშნული შეთავაზებები ძალიან გაუხარდებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ავტომობილის საბურავი აქვს შესაცვლელი ან ტვირთის გადაზიდვა სურს, თუმცა ადამიანთა უმრავლესობა საკმაოდ ნეგატიურად აღიქვამს მათ და შეეცდება უმალვე მოაცილოს ისინი თვალთახედვიდან.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ბიზნესისთვის უფრო რთული ხდება, პოტენციური მომხმარებლისთვის ხმის მიწოდება, ინტერნეტ სივრცეში.

როგორც კვლევებმა აჩვენეს მომხმარებელთა 70%-ს ურჩევნია მიიღოს ინფორმაცია საჭირო პროდუქტის შესახებ ინტერნტ საძიებო სისტემებში, ვიდრე ინტერნეტ რეკლამებიდან.

აქედან გამომდინარე, ჭკვიანი ბიზნესი უნდა აყვეს ამ ტენდენციას და შეიმუშავოს ისეთი ტაქტიკა, რომელიც ყველაზე მეტად მისაღებია მისი მომხმარებლისთვის.

ამის საუკეთესო საშუალებას იძლევა სწორედ კონტენტ მარკეტინგი – ნაცვლად ძვირადღირებული სარეკლამო კამპანიებისა, დაე მომხმარებელმა თვითონ აღმოგაჩინოთ.

როგორ მოქმედებს კონტენტ მარკეტინგი?

კონტენტ მარკეტინგის მოქმედების რეცეპტი მარტივია, თქვენ უნდა შეძლოთ, რაც შეიძლება ბევრი ხარისხიანი კონტენტის შექმნა, რაზეც საძიებო სისტემები პოზიტიურად რეაგირებენ და შედეგად, მომხმარებლები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თქვენი მომსახურებით, მარტივად გპოულობენ, Google_ის, Yandex-ის, Bing-ის და სხვა საძიებო სისტემებში.

უფრო მარტივად, რომ ვთქვათ, ხარისხიანი კონტენტი საშუალებას გაძლევთ სრულიად უფასოდ აღმოჩნდეთ ინტერნეტ საძიებო სისტემების მოწინავე გვერდებზე, სწორედ იქ, სადაც ინტერნეტ რეკლამებით შეწუხებული მომხმარებელი ეძებს მისთვის საინტერესო პროდუქტს.

რითი დავიწყოთ?

ალბათ გასაგებია, თუ რას ნიშნავს კონტენტ მარკეტინგი და რა სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს იგი, ახლა გადავიდეთ უფრო პრაქტიკულ საკითხზე, კერძოდ რითი დავიწყოთ კონტენტ მარკეტინგის განხორციელება?

უკვე აღინიშნა, რომ კონტენტ მარკეტინგი ძალიან ბევრი ელემენტისგან შედგება, თუმცა გამოსაყოფია, მათგან უმთავრესი- სტატიების წერა.

სწორედ სტატიების წერით უნდა დაიწყოთ კონტენტ მარკეტინგის განხორციელება. დაწერეთ ბევრი საინტრესო და სასარგებლო სტატია, განათავსეთ სტატიები თქვენს ვებ საიტზე და გაუკეთეთ ოპტიმიზაცია იმ გვერდებს, სადაც განათავსებთ სტატიებს, რათა საძიებო სისტემებმა უფრო კარგად აღიქვან ისინი.

დროთა განმავლობაში შედეგი აუცილებლად დადგება, თქვენ ვებ-საიტზე სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი დაიწყებს შემოსვლას.

როგორ დავწეროთ კარგი სტატია?

მომხმარებლის ინტერესების განსაზღვრა – ვინ არიან თქვენი მომხმარებლები? რა ინტერესები აქვთ მათ?

სტატიების შესაბამისობა – სტატიები შესაბამისობაში უნდა იყოს თქვენს მომსახურებასთან. მაგ: თუ სამშენებლო კომპანია გაქვთ, სტატიები უნდა უკავშირდებოდეს სამშნებლო საქმიანობას, დიზაინს, არქიტექტურას და არა ვთქვათ ეგზოტიკური საჭმლის რეცეპტებს.

სტატიების ხარისხი – დაბალი ხარისხის სტატიების დაწერას, ჯობია საერთოდ არანაიარი სტატია არ განათავსოთ საიტზე. თქვენი სტატია უნდა იყოს არა მხოლოდ ენობრივად და გრამატიკულად გამართული, არამედ მას უნდა ჰქონდეს გარკვეული ინტრიგა და ხიბლი. სტატიის ხარისხი პირდაპირპროპორციულად აისახება კომპანიის შესახებ პირველადი წარმოდგენების შექმნაზე.

სტატიის უკინალურობა – მხოლოდ უნიკალური სტატია იძლევა სარგებელს, საძიებო სისტემებში დაწინაურების კუთხით. კოპირებული სტატია ერთი მხრივ არღვევს სხვათა საავტორო უფლებებს და მეორე მხეივ ნეგატიურად აისახება თქვენი საიტის რეპუტაციაზე ინტერნეტ საძიებო სისტემებისთვის.

SEO ოპტიმიზაცია– წარმატებული კონტენტ მარკეტინგი არ მიიღწევა მხოლოდ ეფექტური სტატიის დაწერით, ამავდროულად საჭირო სტატიის გვერდი იყოს ტექნიკულად ოპტიმიზირებული, რაც გულისხმობს შესაბამისი სათაურების, ძირითადი ტერმინების, ვებ-ლინკებისა და სტრუქტურის ოპტიმიზაციას.

რას გთავაზობთ ჩვენ?

კომპანია BLH ლიდერია კონტენტ მარკეტინგის სფეროში, ჩვენ ვთვლით, რომ კონტენტ მარკეტინგი ამჟამად წარმოადგენს საუკეთესო და ყველაზე ეფექტურ ფორმას ციფრულ მარკეტინგში.

ჩვენ გთავაზობთ, როგორც კონტენტ მარკეტინგის სრული პაკეტის განხორციელებას: დაგეგმვა, კონტენტის შექმნა და გავრცელება. ასევე ცალკე სტატიების დაწერის სერვისაც.

სტატიების დაწერის მინიმალური პაკეტია თვეში 5 სტატიის დაწერა. ფასები იწყება 249 ლარიდან.

სტატიების მოცულობა: არანაკლებდ 400 სიტყვისა და არაუმეტეს 800 სიტყვისა, თუმცა შესაძლებელია სპეციალური შემოთავაზებაც.

თუ გსურთ მომსახურების შეკვეთა ან გაქვთ დამატებითი შეკითხვები დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს.

1