სოციალურმა მედიამ შეიძლება თქვენი კარიერა გაანადგუროს

Multiethnic Group of People Socail Networking at Cafe

სოციალურმა მედიამ შეიძლება თქვენი კარიერა გაანადგუროს

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სოციალური მედიის ეპოქაში ვცხოვრობთ. ყველას აქვს პროფილი Facebook, Twitter, Linkedin ან სხვა სოციალურ ქსელში. ადამიანები რეგულარულად ავრცელებენ თავიანთ ფოტოებს, ათავსებენ სტატუსებს, ავრცელებენ ინფორმაციას მათი ცხოვრების შესახებ.

ბევრმა არ იცის, თუ რა ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს ადამიანთა კარიერულ განვითარებაზე, სოციალურ მედიაზე განთავსებულმა ცუდმა სტატუსებმა, ფოტოებმა და ა.შ. წინამდებარე სტატია სწორედ ამ საკითხს დაეთმობა.

კომპანია BLH_მა შეისწავლა ინტერნეტში არსებული მასალა, ცნობილი ბიზნესმენებისა და სოციალური მედიის ექსპერტების შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ რა სახის სტატუსები მოქმედებენ ნეგატიურად ადამიანის კარიერაზე: სამსახურის პოვნაში, არსებულ სამსახურში წინსვლასა და სამხურის დაკარგვის კუთხით.

ჩვენ შევაჯამეთ არსებული ინფორმაცია და წარმოგიდგენთ ძირითად აქტივობებს სოციალურ მედიაში, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ თქვენს კარიერაზე:

social-media-signs

უკანონო ქმედებები

შესაძლოა სამსახურში გასაუბრების დროს დამსაქმებლის მოწონება დაიმსახუროთ, თუმცა თუ დამსაქმებელი შეამოწმებს თქვენი სოციალური მედიის გვერდს და აღმოაჩენს, რომ თქვენ უკანონო ქმედებების განხორციელების მოყვარული ხართ: გიყვართ ხულიგნობა, პოზირებთ ცეცხლსასროლ იარაღთან, ღებულობთ ნარკოტიკს,  ამაყოფთ სატრანსპორტო წესების უხეში დარღვევით, ჩათვალეთ, რომ იგი აღარ შეგეხმიანებათ, არავის სჭირდება სამართალდამრღვევი სამსახურში.

cx08crazydrunk01ალკოჰოლი და ბილწსიტყვაობა

ყველას შესაძლოა ჰქონდეს რამდენიმე ფოტო facebook-ზე რომელშიც იგი არასტანდარტულად იქცევა, ცოტაოდენი ალკოჰოლის მიღების შემდეგ, თუმცა თუ თქვენი პოტენციური დამსაქმებელი თქვენ პროფილზე ნახავს თქვენს ფოტოს, სადაც კასრში თავით ხართ ჩაყუდებული, ან ვიდეოს, სადაც შიშველი ეცეკვებით უცნობ ადამიანებს, მარტივად, რომ ვთქვათ თქვენი CV განხილვას აღარ დაექვემდებარება. იგივე შედეგი დადგება, თუ თქვენ პოსტებში ბილწსიტყვაობის უხვი ნაკადი შეინიშნება.

წერის დაბალი კულტურა

ალბათ ყველას გქონიათ შემთხვევა, დაგიწერიათ საკმაოდ საინტერესო პოსტი, სადაც ერთი უმნიშვნელო გრამატიკული შეცდომა გამოგეპარათ, რასაც მოჰყოლია სხვა ადამიანებისგან კრიტიკა, რომლებმაც თქვენ პოსტში მხოლოდ ამ უმნიშვნელო ურიგობის შემჩნევა შეძლეს. ეს ასეა, ადამიანები ორიენტებულები არიან ცუდის შესამჩნევად, თუმცა თუ თქვენი წერის კულტურა იმდენად დაბალია, რომ გაუგებარი სიმბოლოების ნაკრებით არის აჭრელებული თქვენი სოციალური მედიის გვერდი, მაშინ პოტენციური დამსაქმებელი ამით მხოლოდ ნეგატიურად შეგაფასებთ.

გამოცდილების შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდება

CV-ში ცრუ ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, დამსაქმებლების 90% აღარ განიხილავს კანდიდატს.  ისეთი სოციალური ქსელის მეშვეობით, როგორიცაა ლინკედინი და ფეისბუქი, შესაძლებელია კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შემოწმება, მისი სამსახურეობრივი გამოცდილების თაობაზე.

no-more-social-networking-for-indian-cricket-players

სოციალური მედიის არქონა

არაფერი იმაზე ნეგატიურად არ მოქმედებს კანდიდატის სამსახურში მიღებაზე, როგორიცაა სოციალურ მედიის არქონა. მას რამის დამალვა სურს? ტექნიკასთან არ არის ახლოს? არასტანდარტულია? ასეთი კითხვები შეუძლია გაუჩნდეს დამსაქმებელს.

social-media-stress-syndrome

სამსახურის შესახებ უკმაყოფილების გამოხატვა

თუ დასაქმებულს არ მოსწონს სამსახური და საჯაროდ გამოხატავს ნეგატივს თავისი სამსახურის მიმართ, ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში დასაქმებული არ დარჩება ამ ფაქტის მიმართ გულგრილი და მიიღებს შესაბამის ზომებს.

ყოფილ სამსახურზე უკმაყოფილების გამოხატვა

ყოფილ სამსახურზე ნეგატივის გამოხატვით, დასაქმებული იძლევა სიგნალს, რომ მოვლენათა გარკვეული განვითარების შედეგად, შესაძლოა მან იგივე პოზიცია საჯაროდ დააფიქსიროს არსებულ სამსახურზეც, ამიტომ ასეთმა აქტივობამ სოციალურ მედიაზე შესაძლოა სამსახურის დაკარგვაც კი გამოიწვიოს.

DL - Feb #2 IBM post imageკომპანიის საიდუმლო ინფორმაციის გავრცელება

სოციალურ მედიაზე სამსახურის საიდუმლო ან სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება, უტაქტო და არაკოლეგიალური მოვლენაა,  ასეთი ქმედების შემდეგ თქვენ მიმართ ნდობა და კეთილგანწყობა დაეკარგება ნებისმიერი დამსაქმებელს.

აგრესიის/ზიზღის შემცველი კომენტარები

სხვა რასის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის და ა.შ. მიმართ ზიზღის შემცვლელი კომენტარები თუ შეამჩინია დამსაქმებელმა, თუნდაც იგი იზიარებდეს დაფიქსირებულ პოზიციას, აღნიშნული მაინც ნეგატიურად იქნება შეფასებული და შესაბამისად სერიოზული ბზარი გაჩნდება თქვენი კარიერული წინსვლის კუთხით არსებულ სამსახურში.

ცრუ ინფორმაციის გავრცელება/ვირუსების გავრცელება

არავინ იმაზე მეტ გაღიზიანებას არ იწვევს, როგორც სოციალურ მედიაზე განზრახ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი, ასევე ვირუსებისა და სპამების გამავრცელებელი. გამონაკლისი არც დამსაქმებელია, რომელსაც ამ მოვლენების მიმართ ბევრად მგრძნობელობითი დამოკიდებულება აქვს, რადგან იგი აღნიშნულს აუცილებლად დაუკავშრებს თქვენს სამსახურეობრივ მოვალეობების შესრულებას, ნუთუ სამსახურეობრივ საქმიანობასაც ამ მეთოდებით ასრულებთ?

აქტივობის არქონა სოციალურ მედიაში

თუ ადამიანის სტატუსებს არ ალაიქებენ, არ აშეარებენ, არ უკომენტარებენ, გამოდის, რომ ის არ არის სოციალურად მიღებული საზოგადოებაში, შესაბამისად დამსაქმებელს მისი სამსახურში აყვანის სურვილი არ გაუჩნდება.