საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი სუბიექტები

incometaxpreparerსაშემოსავლო გადასახადის გადამხდელი სუბიექტები

აღნიშნული სტატია ეხება საშემოსავლო გადასახადის გადამხდელ სუბიექტებს. იმ პირებს, რომლებიც ვალდებულები არიან გადაიხადონ საშემოსავლო გადასახადი. ასეთი სუბიექტები არიან:

 1. საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირი;

ფიზიკური პირის რეზიდენტობა არ უკავშირდება მის მოქალაქეობას. რეზიდენტის სტატუსი განისაზღვრება ყოველი საგადასახადო წლისთვის დამოუკიდებლად.

საქართველოს რეზიდენტია, ის ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწვეტი 12 კალენდარური თვის განმავლობაში, რომელიც მთავრდება ამ საგადსახადო წელს.

მაგ: „ა“ 2015 წლის რეზიდენტი ფიზიკური პირი იქნება, თუ იგი იმყოფებოდა ვთქვათ 2014 წლის მაისიდან 2015 წლის მაისამდე პერიოდში 183 დღე მაინც, საქართველოს ტერიტორიაზე ან ამ უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.

საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დროდ ითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში, აგრეთვე დრო, რომლითაც იგი გავიდა საქართველოს ფარგლების გარეთ სპეციალურად სამკურნალოდ, დასასვენებლად, მივლინებით ან სასწავლებლად.

საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დროს არ მიეკუთვნება დრო, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში:

ა) როგორც დიპლომატიური ან საკონსულო სტატუსის მქონე პირი ან ასეთი პირის ოჯახის წევრი;

ბ) როგორც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელი, ან როგორც საქართველოში უცხო ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირი ან ასეთი პირის ოჯახის წევრი, გარდა საქართველოს მოქალაქისა;

გ) ერთი უცხო ქვეყნიდან მეორეში საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას;

დ) სამკურნალოდ ან დასასვენებლად.

საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დღედ ითვლება დღე, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში, მიუხედავად ამ ყოფნის ხანგრძლივობისა.

მაგ: თუ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა მოხდება 2 საათის განმავლობაში, აღნიშნული დღე ჩაითვლება საქართველოს ტერიოტრიაზე ფაქტობრივად ყოფნის დღედ.

რეზიდენტის ან არარეზიდენტის სტატუსი დგინდება ყოველი საგადასახადო პერიოდისათვის. ამასთანავე, ის დღეები, რომელთა მიხედვითაც ფიზიკური პირი წინა საგადასახადო პერიოდში ჩაითვალა რეზიდენტად, არ გაითვალისწინება მომდევნო საგადასახადო პერიოდში რეზიდენტობის დადგენისას.

მაგ: თუ „ა“ ჩაითვალა 2014 წლის რეზიდენტ ფიზიკურ პირად, 2013 წლის ნოემბრის თვიდან 2014 წლის ნოემბრის თვემდე პერიოდის გათვალისწინებით, რომლის ფარგლებშიც იგი საქართველოში იმყოფებოდა 183 დღეზე მეტი ხნით.

2015 წლის რეზიდენტობის გამოსათვლელად აღარ მიიღება 2014 წლის ნოემბრამდე არსებულ პერიოდში „ა“-ს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის დღეები, რომელთა გამოყენებაც მოხდა 2014 წელს მისი რეზიდენტად დადგენისათვის.

2. არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.

ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც არ ითვლება საქართველოს რეზიდენტად, იქნება არარეზიდენტი..

არარეზიდენტი ფიზიკური პირი მხოლოდ იმ შემოსავლიდან იხდის საშემოსავლო გადასახადს, რომელიც მიღებულია საქართველოს წყაროდან. არის თუ არა შემოსავალი მიღებული საქართველოს წყაროდან უნდა გაირკვეს საქართველოს საგადასხადო კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს თუ რას წარმოადგენს საქართველოს წყაროდან მიღებული შემოსავლი.