რეინვესტირებაზე მოგების გადასახადი გაუქმდება და დივიდენდი დაიბეგრება

revenue-increased-300x200რეინვესტიციაზე მოგების გადასახადი უქმდება

რეინვესტირებაზე მოგების გადასახადის გაუქმების შესახებ ინიციატივა მთავრობაშია გადაგზავნილი. ზურაბ ტყემალაძის ინფორმაციით, მთავრობას აქვს ინიციატივა, რომ რეინვესტირებაზე მოგების გადასახადისგან გათავისიფლება და დივიდენდის დაბეგვრა მოხდეს.

„ეს იდეოლოგიურად ერთი და იგივე რაღაცაა. როცა ვსაუბრობთ, რომ რეინვესტიციის შემთხვევაში შეიძლება გათავისუფლებული იყოს მოგების გადასახადისგან, ეს თავისთავად მიანიშნებს, რომ თუ დივიდენდად არ გაეცი თანხა ე.ი. ის რეინვესტირებულია. აქედან გამომდინარე რეინვესტრებაში ითვლება ყველა ის თანხა, რომელიც დივიდენდად არ არის გაცემული”, – აცხადებს ტყემალაძე.

მისი თქმით, ანალოგიურ წინადადებას ფინანსთა სამინისტროც სთავაზობს. რამდენი პროცენტით დაიბეგრება დივიდენდად გაცემული თანხა, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის. ტყემალაძის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა და შესაძლოა პროცენტი გაიზარდოს.

წყარო: კომერსანტი