მოძრავი ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება

dbf12584135fმოძრავი ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება

ეს სტატია ეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც მოვალეს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ხდება მოძრავ ნივთების დაყადაღება, რომელიც მოვალეს არ ეკუთვნის.

მაგ: „ა“-მ შეიტანა სარჩელი „ბ“-ს წინააღმდეგ სესხის თანხის – 10.000 ლარის მოთხოვნით. ამავდროულად მოითხოვა „ბ“-ს მოძრავი ნივთების დაყადაღება. სასამართლო განჩინების საფუძველზე, აღმასრულებელმა დააყადა „ბ“-ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არსებული მოძრავი ნივთები, რომლებიც ეკუთვნოდა „გ“-ს, ვის ბინაშიც ცხოვრობდა „ბ“.  ამ შემთხვევაში მოხდა „გ“-ს მოძრავი ნივთების დაყადაღება, რისი უფლებაც „ა“-ს არ აქვს.

ასეთ შემთხვევაში დაყადაღებული მოძრავი ნივთების მესაკუთრე უფლებამოსილია შეიტანოს სარჩელი სასამართლოში, მის მოძრავ ნივთებზე ყადაღის მოხსნის თაობაზე.

ზემოთ მოყვანილი მაგალითიდან გამომდინარე, „გ“ უფლებამოსილია შეიტანოს სარჩელი საქალაქო სასამართლოში, „ა“ და „ბ“-ს წინააღმდეგ და მოითხოვოს ყადაღის მოხსნა.

საინტერესო ამ საკითხზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც:

– ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.

როცა პირის საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. ამდენად საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი და სხვა მოძრავი ნივთები განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით.

ამიტომაც, როდესაც საცხოვრებელი ბინა რეგისტრირებულია ისეთი პირის სახელზე, რომელიც არ წარმოადგენს მოვალეს, უნდა იქნეს გამოყენებული მის მიმართ პრეზუმფცია, რომ მოძრავი ნივთები, რომლებიც მის საცხოვრისში მდებარეობს წარმოადგენს მის საკუთრებას და შესაბამისად უნდა მოხდეს ყადაღის ამ მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მეორე მხარე  წარმოადგენს სარწმუნო მტკიცებულებებს, რომ ეს ნივთები სწორედ  მოვალეს ეკუთვნის.