მეუღლეთა თანასაკუთრება

10172734_1438897966358006_138069728544413832_n

მეუღლეთა თანასაკუთრება

ქორწინებას მნიშვნელოვანი იურიდიული შედეგი მოაქვს, იგი წარმოშობს მეუღლეთა შორის ქონებრივ და პირადი სახის უფლება-მოვალეობებს, როგორიცაა მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა, მეუღლეების მემკვიდრობის უფლება და ა.შ.

მნიშვნელოვანია ქორწინების, როგორც იურიდიული ფაქტის გავლენის ანალიზი მეუღლეთა ქონების მიმართ. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მეუღლეებს შეუძლიათ ჰქონდეთ ორი ტიპის საკუთრება.

ინდივიდუალური საკუთრება: ქონება წარმოადგენს მხოლოდ ერთ-ერთ მეუღლის საკუთრებას. ინდივიდუალურ საკუთრებაში არის მხოლოდ ის ქონება, რომელიც შეძენილია ქორწინებამდე ან განქორწინების შემდგომ, ასევე ქორწინების პერიოდში მიღებული ისეთი ქონება, რომელიც მიღებულია ჩუქებით ან მემკვიდრეობით.

მეუღლეთა თანაზიარი საკუთრება: ქონება ეკუთვნის მეუღლეებს ერთობლივად, ხოლო ამ ქონებაში მათი წილი განისაზღვრება ½-ად თითოეულისთვის. მეუღლეთა თანაზიარ საკუთრებას წარმოადგენს მხოლოდ ის ქონება,რომელიც შეძენილია ქორწინების პერიოდში, გარდა იმ ქონებისა, რომელიც არის მიღებული ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით.

მიუხედავად ზემოთთქმულისა მეუღლეებს შეუძლიათ საქორწინო კონტრაქტით შეცვალონ მათი საკუთრების ტიპი. მაგ: დააწესონ, რომ მათ საკუთრებაში არსებული მთლიანი ქონება არის თანაზიარი, ან მთელი ეს ქონება ეკუთვნის ერთ-ერთ მეუღლეს. მეუღლეების შეთანხმება უპირატესი ძალის მქონეა კანონით განსაზღვრული დანაწესების მიმართ.

უფრო მეტი ინფორმაცია მეუღლეთა შორის ქონებრივი ურთიერთობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ BLH-ის იურიდიულ ფორუმზე, საოჯახო სამართლის თემაში.