დაკავებულობიდან ეფექტურობამდე

AdobeStock_83093898 [Converted]დაკავებულობიდან ეფექტურობამდე

დღეს ყველანი ძალიან დაკავებულები ვართ. ამავდროულად, ინტერნეტისა და მობილური ტელეფონების ეპოქაში ყველა ყოველთვის მისაწვდომია.

თუმცა ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ადამიანები, რომლებიც სულ წუწუნებენ, თუ როგორი დაკავებულები არიან, რეალურად არ არიან ეფექტურები?

დაკავებულობა სულაც არ ნიშნავს ეფექტურობას და წარმატებულობას. ზოგიერთ ადამიანს უყვარს ყველას თვალწინ წუწუნი, თუ როგორი დაკავებულია, რადგან ამის გამო, არავინ აწუხებს მათ ზედმეტი თხოვნით. ხოლო სხვანი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ სხვათა თვალში მნიშვნელოვნები გამოჩნდენენ.

დაფიქრდით, თუ სულ წუწუნებთ დაკავებულობაზე, ამის მიზეზი თქვენი დროის მენეჯერმენტში პრობლემა ხომ არ არის?

წარმოგიდგენთ რჩევებს, თუ როგორ შევცვალოთ ჩვენი “სოციალური იარლიყი” ძალიან დაკავებულიდან ძალიან ეფექტურამდე.

პრიორიტეტების დასახვა

თქვენი ქმედითი არეალი შეზღუდულია, ერთდროულად ორ საქმეს ეფექტიანად ვერ განახორციელებთ. განსაზღვრეთ პრიორიტეტები, ნუ კარგავთ დროს არასაჭირო ქმედებებზე, როგორიცაა ყოველწუთიერად ელ. ფოსტისა და სოციალური მედიის შემოწმება.

ეფექტიანი თვითორგანიზების პრინციპების გამოყენება დაგეხმარებათ მიაღწიოთ თქვენი სამუშაოს უკეთეს ორგანიზებას და თქვენი დროის წარმატებულ დაგეგმვას:

  • წერილობით დააფიქსირეთ ყველა თქვენი საქმე;
  • გახსოვდეთ პარეტოს პრინციპი;
  • გამოიყენეთ დელეგირება;
  • მთავარი ამოცანები შეასრულეთ დილით;
  • გამოიყენეთ კვირის გეგმები;
  • წვრილმანი საქმეები გააერთიანეთ მსხვილ ბლოკებად;
  • მსხვილი დავალებები შეასრულეთ მცირედ ნაწილებად;
  • განსაზღვრეთ რეგლამენტი;
  • დაიცავით “მოლაპარაკებები საკუთარ თავთან”.

მოცდენის აღკვეთა

თუ ასრულებთ სამუშაოს, რომელიც საჭიროებს მთელს თქვენს ყურადღებას, არ დათანხმდეთ სხვა სამუშაოს პარალელურად შესრულებას, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს უფროსს ასიამოვნოთ. ეს განაპირობებს თქვენი ეფექტურობის კლებას და წარმატების დონის შემცირებას.

მთლიანი ყურადღება დაუთმეთ იმ სამუშაოს, რაზეც კონკრეტულ მომენტში მუშაობთ, არ გადაერთოთ თანამშრომლებთან ჭორაობაში ან სხვა საქმიანობაში. დაიცავით ეს მარტივი წესი და თქვენი სამუშაო უფრო სწრაფად და ეფექტურად განხორციელდება.

ძილი და დასვენება

ძილი და დასვენება, აუცილებელია, რათა შემდეგ დღესაც შეძლოთ მუშაობა. შეეცადეთ დაიძნოთ ადრიანად, რათა გეძინოთ მინიმუმ 7-8 საათის განმავლობაში.

დაისვენეთ დღის განმავლობაში, რათა მოხდეს გონების გამოცოცხლება. დასვენების დროს, გაეცალეთ სამუშაო არეალს. ეს მოგცემთ საშუალებას შეასრულოთ სამუშაო უფრო სწრაფად და ხარისხიანად.

უფრო მეტი ინფორმაციისთვის თქვენი შრომისუნარიანობის შესახებ, იხილეთ ჩვენი სტატია.

გამონახეთ დრო თქვენი მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის

სამუშაოს ეფექტური შესრულება მეტწილად დამოკიდებულია იმ დროის გამოყენებაზეც, რომელიც სამუშაოს არ ეთმობა და განკუთნვილია საკუთარი სოციალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

სამუშაოს კარგად შესრულებისთვის აუცილებელია გამონახოთ დრო თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის, რადგან სამუშაოს განხორციელება შეუძლებელია ამ ელემენტის გარეშე. გამონახეთ თუნდაც რამდენიმე საათი მათთვის.