დროის ორგანიზება – კვირის გეგმა
დრო უნიკალური რესურსია, რომელიც ხასიათდება სამი სპეციფიკური თვისებით:
- დრო შეუვსებადი რესურსია- დახარჯული დროის უკან დაბრუნება ან შევსება შეუძლებელია.
- დრო შეზღუდული რესურსია- ყველა ადამიანს მხოლოდ შეზღუდული მოცულობით- დღე-ღამეში 24 საათი აქვს.
- დრო არ ემორჩილება არავის, მისი კონტროლი შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია დროის ორგანიზება.
დროის ეფექტური ორგანიზების საშუალება კვირის გეგმის შექმნაა.
კვირის გეგმის შექმნის ძირითადი უპირატესობა მის მოქნილობაშია, კერძოდ თქვენ შეგიძლიათ კვირის განმავლობაში გასაკეთებელი ყველა საქმე ერთ ფურცელზე მოათავსოთ, რომლის ტარება, ნებისმიერ დროს გადახედვა და ცვლილებების შეტანა მარტივად იქნება შესაძლებელი.
სამუშაო დროს კვირის მანძილზე დაგეგმვა მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:
1.კვირის მანძილზე შესასრულებელი სამუშაოს ზოგადად ჩამოწერა.
2. შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე მიზნების დასახვა.
3. მიზნის მისაღწევად საჭირო ამოცანების განსაზღვრა.
4. სამუშაოს შესრულების სტანდარტებისა და ვადების განსაზღვრა.
ყოველდღიური დაგეგმვა აუცილებელია მწარმოებლურობის გაზრდისა და დროის ეფექტურად გამოყენებისათვის.