საუკეთესო ონლაინ სესხის პირობები

Paydayროგორი უნდა იყოს საუკეთესო ონლაინ სესხის პირობები ?

ცხოვრებაში ფინანსური პრობლემების წინაშე ყველა დამდგარა. სხვადასხვა მიზეზთა გამო ფულადი დახმარება შესაძლოა სასწრაფოდ დაგჭირდეთ. როგორ იქცევით ამგვარ სიტუაციებში?

ახლობლებისა და მეგობრებისგან ფულის სესხება ყოველთვის ვერ ხერხდება, შესაბამისად თანამედროვე რეალობაში, მოსახლეობის დიდი ნაწილი ონლაინ სესხებს მიმართავს, რადგან ეს არის ყველაზე სწრაფი, მარტივი და მოსახერხებელი გამოსავალი რთული სიტუაციიდან თავის დასაღწევად.

მართალია ონლაინ სესხები ასეთ დროს თქვენთვის მარტივ გამოსავალს წარმოადგენს, თუმცა იმისათვის, რომ ონლაინ სესხი აიღოთ, შემოთავაზებული სესხის პირობები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ მოთხოვნებს.

სიმარტივე და სისწრაფე

როგორც ზემოთ აღინიშნა, რთული ფინანსური სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნა სწრაფ მოქმედებებს საჭიროებენ, ონლაინ სესხები სწორედ ამიტომ არიან ასეთი მომხიბვლელები, რადგან მათი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ მიიღონ ფული ძალიან სწრაფად.

სესხის მისაღებად აუცილებელია ონლაინ სესხების კომპანიის ვებ საიტზე რეგისტრაცია, მარტივი პროცედურით, რის შემდეგაც თქვენ მხოლოდ ავსებთ მარტივ ელექტორნულ ველს და რამდენიმე წუთში იგებთ პასუხს- დაგიმტკიცდათ თუ არა სესხი.

ამგვარად, სისწრაფე გადამწყვეტ როლს თამაშობს იმისათვის, რომ თქვენ ამა თუ იმ ონლაინ სეხით ისარგებლოთ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ონლაინ სესხის კომპანია არ განახორციელებს სწრაფ მომსახურებას, მომხმარებელი მას აუცილებლად დატოვებს და სხვაგან აიღებს სესხს.

მინიმალური პროცედურები!

საქართველოს საზოგადოების დიდ ნაწილში ონლაინ სესხები დიდი პოპულარობით სარგებლობენ. საკითხავია როგორ მოახერხეს კომპანიებმა ასე ძალიან დაეინტერესებინათ მოსახლეობა საკუთარი მომსახურებით ?

ამის პასუხი ერთია – სხვა საბანკო და სალომბარდო სესხებთან შედარებით, ონლაინ სესხები მინიმალური პროცედურებით ხასიათდება.

მისი მიღებისას არ გიწევთ ათასგვარი დოკუმენტაციის წარდგენა და სხვადასხვა გაურკვეველ ფურცლებზე ხელის მოწერა

თქვენ ავსებთ მხოლოდ მარტივ ელექტრონულ ველებს და თანხა იმდღესვე თქვენს ანგარიშზეა!

ამავდროულად თქვენ არ მოგეთხოვებათ სხვადსხვა უზრუნველყოფის წარმოდგენა, ისეთის როგორიცაა თავდებობა, ასევე ავტომობილისა და უძრავი ქონების გირავნობა/იპოთეკა.

დაბალი საპროცენტო განაკვეთი

ონლაინ სესხის აღებისას საპროცენტო განაკვეთს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. პროცენტი უნდა იყოს ლოგიკური და შესაბამისი თქვენ მიერ აღებულ თანხასთან.

2017 წლის იანვარს, ძალაში შევიდა ახალი რეგულაციები, რომლებიც ზღუდავენ შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთის დაწესებას სესხებზე, კერძოდ აიკრძალა სესხის ძირ თანხაზე წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 100%-ზე მეტი ოდენობით დადგენა.

ამდენად, აღნიშნული ცვლეილებების შედეგად თითქმის ყველა ონლაინ სესხების კომპანიამ შეამცირა სესხის საკომისიო, რაც მომხარებლისთვის დამატებითი სტიმული გახდა მეტი სესხის ასაღებად, შესაბამისად იმატებს აღებული სესხების მოცულობა.

ნუ გადაიხდით მეტს, წარმოუდგენლად დიდი საპროცენტო განაკვეთის არსებობისას აუცილებლად უარი უნდა თქვათ მოცემული კომპანიის მომსახურებაზე!

greentreemobilehomelender

სესხის გადავადების შესაძლებლობა

მართალია ონლაინ სესხები თქვენს ფინანსურ მდგომარეობას მალე მოაგვარებს, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ მისი უკან დაბრუნება აუცილებლად მოგიწევთ!

თუმცა, შესაძლოა თქვენი ფინანსური კრიზისი რამდენიმე თვეც გაგრძელდეს, ასეთ სიტუაციაში როგორ მოახერხებთ თანხის დაბრუნებას? ამ დროს საუკეთესო გამოსავალი სესხის გადავადების შესაძლებლობაა.

სესხის გადავადების მარტივი პროცედურით, თქვენ საშუალება გაქვთ გაახანგრძლივოთ სესხის დაბრუნების ვადა.

აღნიშნული დაგეხმარებათ დაძლიოთ კრიზისული სიტუაცია და ისარგებლოთ სესხის თანხით იმ ვადით, რამდენსაც საჭიროებთ.

ბოლოსიტყვაობა

როგორც ვხედავთ, სწრაფი სესხის აღებისას სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინება და ანალიზია საჭირო, მანამ სანამ მიმართავთ სწრაფი ონლაინ სესხის კომპანიას და აიღებთ სესხს.

ჩვენ გამოვიკვლიეთ საქართველოში არსებული ონლაინ სესხების კომპანიები და საუკეთესო გამოსავალს მივაგენით! ვებ – საიტი www.topsesxi.com გთავაზობთ სწრაფი სესხების შედარების საუკეთესო საშუალებას! მისი დახმარებით გაიგებთ რომელ კომპანიას უფრო დაბალი საპროცენტი განაკვეთი აქვს და რომელი უფრო უკეთეს პირობებს გთავაზობთ სწრაფი ონლაინ სესხის მისაღებად!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *