საიტის ოპტიმიზაცია – კომპანიის საიტის ოპტიმიზირება
ყველა სოლიდურ კომპანიას გააჩნია ვებ საიტი, თუმცა ხშირად საიტის ოპტიმიზაციას ისინი არ ახორციელებენ, რაც დიდი შესაძლებლობების დაკარგვის ტოლფასია.
რას გულისხმობს საიტის ოპტიმიზაცია?
საიტის ოპტიმიზაცია ორ ასპექტს მოიცავს: საძიებო სისტემების მიმართ ადაპტირებულობა და მომხმარებლის მიმართ საიტის მორგება.
თუმცა პირველ რიგში, საიტი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული, უნდა შეიძლებოდეს მისი ეფექტურად გამოყენება. სტატისტიკის თანახმად, გაუმართავი საიტით უკმაყოფილო მომხმარებლების 85% უკან არ ბრუნდება.
როგორი საიტები მოსწონთ მომხმარებლებს?
იმისათვის, რომ თქვენი საიტი მაქსიმალურად მორგებული იყოს მომხმარებელზე საჭიროა იგი იყოს:
- მაქსიმალურად სწრაფი;
- ეფექტური დიზაინის მქონე;
- მარტივად გამოყენებადი;
- მოქნილი ნავიგაციის მქონე;
- ზედმედი ეფექტებისა და ანიმაციების გარეშე.
რა მოსწონთ საძიებო სისტემებს?
საძიებო სისტემების მიმართ ადაპტირებისათვის პირველ რიგში საჭიროა თქვენი საიტის კონტენტი იყოს საინტერესო და თემატური.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია განახორციელოს საიტის გარე და შიდა სეო ოპტიმიზაცია, რაც საშუალებას მოგცემთ დროთა განმავლობაში, სრულიად უფასოდ გაზარდოთ საიტის ვიზიტორები, რომელთა გარკვეული ნაწილი პოტენციური კლიენტი იქნება.