ონლაინ შოპინგის აპლიკაცია

Smartphone apps infographics with a hand holding a phone with linked circular icons for shopping cloud computing mail wifi analytics speech and route finder or maps

ონლაინ შოპინგის აპლიკაცია

თანამედროვე სამყაროში, შოპინგისთვის აღარ არის საჭირო მძიმე ჩანთებით მაღაზიაში სიარული. ნებისმიერი პროდუქციის შეძენა თქვენი მობილური ტელეფონითაც მარტივად შეგიძლიათ, თანაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერ დროს.

ონლაინ შოპინგი ეს არის სივრცე, რომელიც თანამედროვე ციფრულ სამყაროში, ყველაზე უფრო სწრაფად ვითარდება, განსაკუთრებით ეს ეხება ონლაინ შოპინგის აპლიკაციებს, რომლებიც თანდათანობით ინტერნეტ შოპინგის სამყაროს დომინირებისთვის ემზადებიან.

წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებთ, ონლაინ შოპინგის აპლიკაციების ძირითად ელემენტებზე და პასუხის გავცემთ შეკითხვაზე- როგორი უნდა იყოს წარმატებული Online shopping-ის აპლიკაცია ??

დაკავშირებული სტატია: როგორ შევქმნათ მობილური აპლიკაცია?

Online Shopping-ის აპლიკაციების ბაზრის მიმოხილვა

განვითარებული დასავლური ქვეყნების მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ყოველწლიურად იმატებს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ყიდულობენ საქონელს მობილური აპლიკაციების მეშვეობით.

ამდენად, მობილური ტელეფონებით ვაჭრობის მთლიანი მოცულობა ნელ-ნელა ეწევა კომპიუტერით ვაჭრობის ოდენობას.

მობილური სივრცის უსწრაფესი განვითარების შედეგად, სულ უფრო მეტი ადამიანი ქმნის ონლაინ შოპებს მობილური ტელეფონებისთვის, შესაბამისად ეს სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება და იქმნება ახალი თამაშის წესები ამ უზარმაზარ ბაზარზე საქმიანობისთვის.

ინტერნეტში ვაჭრობისას, მომხმარებელი საკმაოდ ფრთხილია მობილურ აპლიკაციების გამოყენებასთან დაკავშირებით. თუ აპლიკაცია მას სრულყოფილ კომფორტს არ სთავაზობს, იგი დაუყოვნებლივ წყვეტს მის გამოყენებას და შლის მობილურიდან, ისე რომ მისი თავიდან ჩამოტვირთვის ალბათობა არის ძალიან დაბალი.

ამიტომაც მნიშვნელოვანია ისეთი ფუნქციონალის და დიზაინის მქონე ონლაინ შოპინგის აპლიკაციის დამზადება, რომელიც დააკმაყოფილებს ყველაზე კრიტიკულ მომხმარებელსაც კი, სწორედ ამ საკითხის ირგვლივ წარმოგიდგენთ ხუთ ელემენტს, რომლებიც გასათვალისწინებელია ონლაინ შოპინგის აპლიკაციის დამადებისას:

მობილური აპლიკაციის შექმნა
მობილური აპლიკაციის შექმნა

მიეცით მომხმარებელს მიზეზი

რატომ უნდა გადმოწერონ თქვენი აპლიკაცია მომხმარებლებმა და შემდგომ რატომ უნდა გამოიყენონ იგი?

ის, რომ მობილური აპლიკაცია არსებობს სულაც არ ნიშნავს, რომ მას ვინმე ავტომატურად გადმოიწერს და იგი წარმატებული იქნება.

შოპინგ აპლიკაციამ რაღაც ახალი უნდა შესთავაზოს მომხმარებელს და ეს უნდა გააკეთოს კრეატიულად.

თავდაპირველად, მნიშვნელოვანია განხორციელდეს აპლიკაციის ეფექტური პიარი, სანამ მისი ეფექტურობა მის თვითპიარს განაპირობებს.

norak-mobile-appყველასთვის ხელმისავწომობა

მობილური აპლიკაციები სხვადასხვა ოპერაციულ სისტემაზე მუშაობენ, მათგან საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის მქონეა IOS-ისა და Android-ზე მომუშავე აპლიკაციები.

ნუ დაზოგავთ ფულს, გააკეთეთ შოპინგ აპლიკაცია ორივე ოპერაციულ სისტემაზე,რათა ყველა მომხმარებელს ჰქონდეს მასზე წვდომა. ამისათვის, შესაძლოა მეტი ინვესტციის ჩადება მოგიწიოთ, თუმცა ეს ამათ ღირს. არაფერია იმაზე ნეგატიური, ვიდრე სიტუაცია, როდესაც მომხამრებელს სურს თქვენი მობილური აპლიკაციის გადმოწერა და ამას ვერ აკეთებს მხოლოდ იმის გამო, რომ იგი არ არის მის მობილრზე მორგებული.

social-capital1მომხმარებელთა რაოდენობა

შოპინგ აპლიკაციის დამზადებით, მასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები არ მთავრდება. მობილური აპლიკაცია საჭიროებს მუდმივ ყურადღებასა და ტექნიკურ განახლებას.

აღნიშნული განსაკუთრებით ეხება შოპინგ აპლიკაციებს, რომლებიც, რაც შეიძლება მეტი მომხმარებლის მომსახურებისათვის არიან განკუთვნილი.

მობილური აპლიკაციის სერვერი უნდა მუშაობდეს იდეალურად, აპლიკაცია არ უნდა ჭედავდეს და იგი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მუშაობდეს.

ოპერაციული სისტემების განახლების კვალდაკვალ უნდა ხდებოდეს აპლიკაციის განახლება, ასევე ტექნოლოგიის განვითარებისა და მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად უნდა ხდებოდეს ახალი ფუნქციების დამატებაც.

ამავდროულად, თუ მაშტაბური ბიზნესის წარმოება გსურთ, აუცილებელია ეფექტური ცხელი ხაზისა და დამხმარე პერსონალის დაქირავება და მათი საქმიანობის კონტროლი.

საქართველოში, იშვიათად თუ შევხვდებით კარგ support-ს. თქვენი ბიზნესის წარმატება სწორედ ამ ელემენტის ეფექტურობაში შეიძლება ვლინდებოდეს, თუ მოახერხებთ მის იდეალიზაციას.

სიჩქარე

მობილური აპლიკაცია უნდა იყოს აუცილებლად სწრაფი და მოქნილი, განსაკუთრებით ეს ეხება შოპინგ აპლიკაციებს. მომხმარებელს არ სურს თავისი დროის დაკარგვა უაზრო ლოდინით, რომელიც გამოწვეულია აპლიკაციის ბარბაცით.

კველვები გვიჩვენებს, რომ მომხმარებელთა 55%-ს სურს განახორციელოს პროდუქტის შესყიდვა, ერთ საათამდე პერიოდში,ხოლო 83%-ს სურს ამის გაკეთება დღის განმავლობაში. ეს ნიშნავს იმას, რომ მობილურმა აპლიკაციამ უნდა უზრუნველყოს მაქსიმალური სიჩქარე აპლიკაციის გამოყენების დროს. ნებისმიერი დაყოვნება განაპირობებს წარუმატებლობას.

Designer Drawing

უნიკალური შტრიხი

როგორც ყველა სფეროში, ონლაინ შოპინგშიც რაღაც მომენტში, ერთფეროვნების განცდა იქმნება, იმით, რომ მასიურ მიმბაძველობას აქვს ადგილი – ყველა აპლიკაცია ერთმანეთს გავს: ფუნქციებით, დიზაინით, მომსახურებით, პირობებით და ა.შ.

შეთავაზეთ მომხმარებელს ერთი ისეთი რამ, რაც სხვებისგან განგასხვავებთ – უნიკალური, დამახასიათებელი ელემენტი. მაგ: უფასო მიტანა, საჩუქრები, ბონუსები, ვაუჩერები და ა.შ.

ბოლოსიტყვაობა

ონლაინ შოპინგის აპლიკაციის მიზანია მომხმარებლის ყველა სურვილის ასრულება ინტერნეტ შოპინგის სამყაროში.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, მომსახურების უზრუნველყოფა იქამდე, სანამ მომხმარებელი ბოლო საჭირო ნივთს არ იყიდის.

მობილური აპლიკაციის წარმატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მომხმარებელს შეექმნას კომფორტი აპლიკაციაში ყოფნის თითოეულ ეტაპზე: შესვლის მომენტში, პროდუქტის ამორჩევისას, ყიდვის განხორციელებისა თუ პროდუქტის ჩაბარების დროს.

მომხმარებელს არ უნდა გაუჩნდეს სურვილი სხვა მსგავსი აპლიკაცია ეძებოს ან წაშალოს თქვენი აპლიკაცია, იგი გარკვეულ სარგებელს უნდა გრძენობდეს მისგან, საჭიროებას, რასაც სხვაგან ვერ მიიღებს.

web-designing-company-changanacherry-kottayam-kerala-delhiგსურთ შოპინგ აპლიკაციის დამზადება?

იხილეთ ჩვენი მომსახურების გვერდი – მობილური აპლიკაციის დამზადება ან დაგვიკავშირდით, როგორც ელექტრონული ფოსტის, ისე ტელეფონის საშუალებით, ჩვენი კომპანიის თანამშრომლები გაგიწევენ სრულ კონსულტაციას მობილური აპლიკაციების დამზადებასთან დაკავშირებით.

1

სხვა სიახლეები

BLH - Business & Legal Hub