ვიდეო მარკეტინგის მნიშვნელობა

ვიდეო მარკეტინგის მნიშვნელობა

ციფრული მარკეტინგი დინამიკური და განვითარებადი მოვლენაა, იგი ყოველწლიურად უსწრაფესი ტემპებით ვითარდება, იძენს ახალ ფუნქციებსა და შესაძლებლობებს.

ამ სტატიაში არ განვიხილავთ ზოგადად ციფრული მარკეტინგის რაობას, არამედ ვისაუბრებთ მის ერთ-ერთ სფეროზე – ვიდეო მარკეტინგზე.

ვიდეო მარკეტინგის განვითარების საფუძველი ტექნოლოგიური წინსვლა და ვიდეოების ნებისმიერი ადგილიდან ნახვის შესაძლებლობის გაჩენაა.

ამდენად, სწრაფი ინტერნეტი და მობილური მოწყობილობების განვითარება ეს არის ის ორი ძირითადი მიზეზი, რამაც განაპირობა ვიდეო მარკეტინგის ახალ საფეხურზე აყვანა.

გავეცნოთ მცირე სტატისტიკას:

  • ინტერნეტ აქტივობის 1/3 ვიდეოს ყურებასთან არის დაკავშირებული;
  • საშუალო ინტერნეტ მომხმარებელი თვეში უყურებს 33 ვიდეოს;
  • ბიზნეს გადაწყვეტილებათა მიმღები პიროვნებების 75% უყურებს მინიმუმ 1 ვიდეოს კვირაში, რომელიც დაკავშირებულია მის სამუშაოსთან.
  • მომხმარებელთა 36% ენდობა ვიდეო რეკლამებს.

ამდენად, ვიდეო უკვე ძალიან მნიშვნელოვანი მარკეტინგული ხელსაწყოა ბიზნესის სამყაროში და მისი მნიშვნელობა ჩვენი მოსაზრებით კიდევ უფრო გაიზრდება დროთა განმავლობაში.

კომპანია BLH წარმოგიდგენთ იმ მიმართულებებს, რაც ჩვენი მოსაზრებით აქტუალურია მარკეტინგული საქმიანობისთვის მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ასევე ვისაუბრებთ ვიდეო მარკეტინგის მთავარ უპირატესობებზე და მომავლის ტენდენციებზე.

რას გვთავაზობს ვიდეო მარკეტინგი?

1.ვიდეო მარკეტინგი არ გულისხმობს მხოლოდ ვიდეოს დამზადებას

ვიდეო მარკეტინგი მეტია ვიდრე ცალკეული, თუნდაც ბრენდირებული ვიდეო რგოლის დამზადება.

იგი მოიცავს მარკეტინგული საქმიანობის სრულ სპექტრს: მარკეტინგული გეგმის შედგენა, ვიდეო რგოლის დამზადება, მისი ეფექტური რეკლამირება, შედეგების ანალიზი და რეპორტინგი.

2.ვიდეო რგოლი, როგორც ბიზნესის სავიზიტო ბარათი

ვიდეო რგოლი არის ყველაზე ეფექტური საშუალება გააცნოთ თქვენი ბიზნეს მესიჯი მომხმარებელს. ვიდეოს მეშვეობით თქვენ საშუალება გაქვთ განახორციელოთ, როგორც ვერბალური, ისე ვიზუალური კომუნიკაცია, რაც განაპირობებს მისი უკეთესი აღქმის შესაძლებლობას.

მაგ: ქვემოთ მოცემულ კოკა კოლას რეკლამაში, აქცენტირებულია კოკა-კოლას უპირატესობა მისი კონკურენტი პეპსის მიმართ, რაც მიიღწევა დინამიკური ვიზუალიზირების მეშვეობით, რისი ყველაზე ეფექტური საშუალებაც სწორედ ვიდეო რგოლია.

3.ბრენდირებული ვიდეო რგოლების სერია

ვიდეო მარკეტინგის ერთ-ერთი ეფექტური სტრატეგიაა ვიდეო სერიები, რაც გულისხმობს რამდენიმე პატარა ვიდეოს დამზადებას, რომელთა მიზანია საერთო შთაბეჭდილების მოხდენა მომხმარებელზე.

4.პერსონიფიცირებული ვიდეო რგოლები

პერსონიფიცირებული მარკეტინგი არის ძლიერი საშუალება მოიზიდოთ მომხმარებლები და მათი ერთგულება, ხოლო ვიდეო მარკეტინგი ეს არის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ამ მიმართულებით უფრო მეტი შედეგების მიღება.

შექმენით პერსონაჟი და გააცოცხლეთ იგი ანიმაციურ ვიდეო რგოლებში, აღნიშნული საშუალებას მოგცემთ მომხმარებელთან ირიბი კომუნიკაცია დაამყაროთ, შეაყვაროთ თქვენი ბრენდი, შეიძინოთ ახალი კლიენტები და გაყიდოთ მეტი პროდუქტი.

აღნიშნულის კარგი მაგალითია M & M -ის პერსონაჟები:

ბრენდი პერსონაჟი

5.ვიდეო რეკლამირება ინტერნეტ სივრცეში

ვიდეო რეკლამირების უალტერნატივო საშუალება 20-25 წლის წინ სატელევიზიო რეკლამა იყო, თუმცა დღეს ბევრი სხვადასხვა ალტერნატივა გაგვაჩნია.

არსებობს უამრავი ინტერნეტ პლატფორმა და შესაძლებლობა ვიდეო რეკლამირების კუთხით. მარკეტინგის სპეციალისტების ამოცანაა, ამოარჩიოს მათგან ყველაზე უფრო ეფექტური.

ვიდეო რეკლამირების ეფექტურობა ინდივიდუალური საკითხია და განისაზღვრება თითოეული მარკეტინგული კამპანიის შესაბამისად, მისი მიზნისა და ბუნების გათვალისწინებით.

ამდენად, ვიდეო მარკეტინგის დაწყებამდე მნიშვნელოვანია სწორი დაგეგმარება, მკაფიო მიზნის განსაზღვრა და ფინანსების სწორედ განაწილება. ამის შემდგომ უნდა მოხდეს საუკეთესო სარეკლამო არხის არჩევა: რეკლამა Youtube-ში, რეკლამა ფეისბუქზე, Snapchat-ში რეკლამა, თუ ისევ ტელევიზიაში რეკლამა?

ვიდეო მარკეტინგის უპირატესობები:

ვიდეო რეკლამირების უპირატესობა მის შესაძლებლობაშია გადასცეს მომხმარებელს ინფორმაცია, არამხოლოდ სტატიკური წერილობითი სახით, არამედ ვიზუალური, ვერბალური და ფსიქოლოგიური ელემენტების გამოყენებით.

საიდუმლო არ არის, რომ აუდიო და განსაკუთრებით ვიზუალური ინფორმაცია უფრო მარტივად და პოზიტიურად აღიქმევა მომხარებლისთვის.

ვიდეო მარკეტინგით წარმოჩენილი ბიზნესი უფრო სოლიდურის შთაბეჭდილებას ტოვებს.

გარდა ამისა, ვიდეო მარკეტინგი ძლიერი საშუალებაა მოახდინოთ გავლენა მომხმარებელთა არაქვეცნობიერზე და შესაბამისად მიაღწიოთ ყველა დასახულ მიზანს უფრო ეფექტურად.

არსებული ტენდენციები:

1. 360 გრადუსიანი ვიდეობი

360 გრადუსიანი ვიდეოები საკმაოდ პოპულაურია დასავლეთში, უახლესი სტატისტიკის მიხედვით, ორჯერ მეტი ადამიანი უყურებს ასეთ ვიდეოებს ბოლომდე, ვიდრე ჩვეულებრივს.

ასეთი ვიდეოები განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყენება უძრავი ქონების და მსხვილი მოცულობის საგნების რეკლამირებისთვის, ასევე ისეთი რეკლამებისთვის, რომლებშიც ბევრი აქტიური მოქმედებაა.

2. “Live” ვიდეოები

საკმაოდ ეფექტური საშუალებაა მომხარებელთა კომუნიკაციისთვის. ასეთი ვიდეოების პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება. სულ უფრო მეტი “Live ვიდეოები“ გვხვდება ფეისბუქზე.

ამომავალი სოციალური მედია პლატფორმის – Snapchat-ის მთავარი აქცენტი სწორედ ასეთ ვიდეოებზეა.

როგორ გამოიყენება Live ვიდეოები მარკეტინგში?

გაქვთ საცხობი? ანახეთ მომხმარებელს ლაივ რეჟიმში, თუ როგორ ცხვება მათი საყვარელი პროდუქტები.

იქნებ ნაყინის ქსელი გაქვთ ქალაქში? ანახეთ მომხმარებელს როგორ მზადდება და იყიდება ნაყინი: აჩვენეთ მათ ლაივ რეჟიმში პატარა ბავშვების ემოციები და ა.შ.

3. ვიდეო “storytelling”

ვიდეო რგოლის მეშვეობით მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაციის ქონა საკმაოდ ეფექტური საშუალებაა მათი ლოიალობის შესაძენად.

მიაწოდეთ მომხმარებელს საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია, ინსტრუქცია, ვიდეოზე აღბეჭდილი ცხოვრებისეული ემოცია და ა.შ., რაც საბოლოო ჯამში, მეტ პოზიტიურ და სანდოობით აღსავსე განწყობას გამოიწვევს თქვენი ორგანიზაციის მიმართ.