ბლოკჩეინი და რეკლამა

ბლოქჩეინი

ბლოკჩეინი და რეკლამა

ბლოქჩეინიბლოკჩეინი და რეკლამა იმაზე უფრო ახლოს დგანან ერთმანეთთან, ვიდრე შეიძლება წარმოგვედგინა.

ვყიდულობთ ნივთს ინტერნეტით ან უბრალოდ ვეძებთ მას და შემდგომ ვერ ვიშორებთ რეკლამას მსგავსი ნივთების/მომსახურების შესახებ. ნაცნობი ამბავია არა?

ასე მუშაობს თანამედროვე მიზნობრივი რეკლამირება, ისეთი გიგანტების თაოსნობით, როგორიცაა გუგლი და ფეისბუქი.

რამაც უკვე გამოიწვია უამრავი სასამართლო დავა და მითქმა-მოთქმა მსოფლიოს მასშტაბით.

თუმცა ბლოქჩეინის ტექნოლოგია ამ კუთხითაც გვაძლევს ინოვაციური გადაწყვეტილების შესაძლებლობას.

იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ინტერნეტის მომხმარებლებს მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია მათ შესახებ ინფორმაციის გამოყენებისთვის.

ამდენად, ბლოკჩეინის ტექნოლოგია იძლევა საშუალებას მომხმარებლმა გასცეს სარეკლამო მიზნებისთვის ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მას სურს, რომ გასცეს და სანაცვლოდ მიიღოს სარგებელი.

ამ ეტაპზე საკმაოდ ბუნდოვანია, თუ როგორ მოხდება ტექნიკურად აღნიშნული პროცესის უზრუნველყოფა, თუმცა რამდენიმე კომპანია უკვე აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. მათ შორის კომპანია BitClave-ი, რომელმაც შექმნა ბლოკჩეინზე დაფუძნებული საძიებო სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნეს მომხმარებელს დაუკავშირდეს, მათთვის გარკვეული კომპენსაციის მიცემის გზით.

საბოლოო ჯამში მივიღებთ იმას, რომ სარეკლამო კომპანიებს აღარ დაჭირდება შუამავლები ფეისბუქისა და გუგლის სახით და ისინი პირდაპირ დაეკონტაქტებიან მომხმარებელს.

მართალია, ტექნოლოგია დახვეწის პროცესშია, თუმცა არ არის გამორიცხული სულ მალე რევოლუციური ცვლილებები მოხდეს ბლოკჩეინის დახმარებით ინტერნეტ რეკლამირების ბაზარზე.

სხვა სიახლეები