რონალდ რეიგანის გამონათქვამები
არცერთ ლიდერს არ დაუმყარებია კომუნიკაცია ხალხთან ისე ეფექტურად, როგორც რონალდ რეიგანს. სამსახიობო და ორატორული ნიჭის დამსახურებით, მას ჰქონდა შემდეგი მიდგომა: თქვი რასაც გულისხმობ, თქვი პირდაპირ და გააღიმე ხალხი რაც შეიძლება ხშირად.
გთავაზობთ მის საინტერესო გამონათქვამებს:
1. “მთავრობის შეხედულება ეკონომიკაზე რამდენიმე ფრაზით შეიძლება გადმოიცეს: თუ მოძრაობს – დაბეგრე. თუ კვლავ აგრძელებს მოძრაობას – დაარეგულირე. თუ კი გაჩერდა – მიეცი სუბსიდია.
2. შემოიკრიბე საუკეთესო ხალხი ირგვლივ, გაუნაწილე ძალაუფლება და არ ჩაერიო მათ საქმიანობაში, სანამ ისინი ახორციელებენ იმ პოლიტიკას, რომელიც შენ დაუსახე.
3. ბრწყინვალე გონების ადამიანები არ არიან პოლიტიკაში, და თუ კი არსებობს, ბიზნესი აუცილებლად გადაიბირებს მათ.
4. ყველაზე საშინელი სიტყვებია: მე მთავრობიდან ვარ და მე აქ თქვენს დასახმარებლად ვარ.
5. თუ შენ გამოიგონებ უკეთეს ხაფანგს, მთავრობა აუცილებლად გამოიგონებს უკეთეს თაგვს.
6. მთავრობა არ ჭრის პრობლემებს, ის ახდენს მათ სუბსიდირებას.
7. არ არსებობს ზრდის და განვითარების ბარიერები, რადგან ადამიანის ინტელექტი, წარმოსახვა და ოცნება უსაზღვროა.
8. ჩემი ცხოვრების ფილოსოფია ასეთია: თუ ჩვენ გავიაზრებთ გონებაში თუ რა გვინდა ამ ცხოვრებისგან, შემდეგ ვიმუშავებთ დაუღალავად ამ მიზნის მისაღწევად, ამ შემთხვევაში ჩვენ არ დავმარცხდებით. როგორმე გავიმარჯვებთ.
9. სტატუს კვო, როგორც იცით, ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „არეულობა, რაშიც ვარსებობთ”.
10. მეწარმეების და მათი მცირე ბიზნესების დამსახურებაა მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის ზრდა.
11. ჩვენ უნდა უარვყოთ ის აზრი, რომ ყოველი კანონდარღვევისას მთლიანად საზოგადოებაა დამნაშავე. ყოველი ინდივიდი პასუხისმგებელია თავის ქცევებზე.
12. როცა მათ არ შეუძლიათ დაინახონ სინათლე, მიეცი საშუალება იგრძნონ სიცხე.
13. რესპუბლიკელებს სჯერათ რომ ყოველი დღე 4 ივლისია. დემოკრატებს სჯერათ რომ ყოველი დღე 15 აპრილია.
14. როგორ შეგვიძლია გავარკვიოთ ვინ არის კომუნისტი? – ის ვინც მარქსს და ლენინს კითხულობს. როგორ შეგვიძლია დავადგინოთ ვინ არის ანტი– კომუნისტი? – ის, ვინც მარქსის და ლენინის აზრებს ხვდება.
15. ამბობენ, რომ სამყარო ძალიან გართულდა იმისათვის, რომ მივიღოთ მარტივი პასუხები. ისინი ცდებიან.