Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
BLH
Keymasterისე, მაგ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაა ას-33-483-06
საინტერესოა ისე მაგ გადაწყვეტილებაშივე 1341-ე მუხლის ანალოგიით გამოყენება მეუღლეთა ქონებრივი უფლებების მიმართ.
BLH
Keymasterგეთანხმები, ანუ მეორე მეუღლეს არ ექნება ქორწინების შემდეგ ნაყიდ ბინაზე რაიმეს მოთხოვნის უფლება, ამიტომაც ამ გადაწყვეტილებაში სასამართლომ არასწორედ განმარტა, რომ საჭირო იყო იმის დადგენა ქორწინების შემდეგ ნაყიდი ბინა იყო თუ არა მეუღლეთა თანასაკუთრების რეალიზაციიდან ამონაგები თანხით ნაყიდი.
პირდაპირ შეეძლო მეორე მეუღლეს მოეთხოვა მეუღლეთა თანასაკუთრების რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ნახევრის გაყოფა, როგორც მისი წილის, ხოლო ქორწინების შემდეგომ ნაყიდ ბინაზე პრეტენზია ვერ ექნებოდა.
BLH
Keymasterზემოთ მოყვანილი გადაწყვეტილება აფუძნებს ერთგვაროვან პრაქტიკას, რომელიც გამოყენებულია მაგალითად ამ საქმეში: ას- 1155-1084-2012.
ასევე ზემოთ მოყვანილ საქმეში არის განხილული ისეთი შემთხვევა, როდესაც მეუღლეთა თანაზიარი ბინას ყიდის ერთ-ერთი მეუღლე და ქორწინების შეწყვეტის შემდეგ ყიდულობს სხვა ბინას. ასეთ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ რა უნდა მოითხოვოს მეორე მეუღლემ?
BLH
Keymasterმეუღლეთა თანასაკუთრება – წილთა თანაბრობის პრინციპი
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N-ას-108-388-08ამ გადაწყვეტილებაშიც სწორედ იმაზეა საუბარია, რაც ზემოთ დავწერე, რომ სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შედეგისთვის აუცილებელია მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების ერთდროულად არსებობა. ანუ ქონება შეძენილი უნდა იყოს ცალცალკე ცხოვრების დროს და უნდა არსებობდეს სკ-ის 1168.2-ე მუხლში განსაზღვრული სამი გარემოებიდან რომელიმე.
BLH
Keymasterმეუღლეთა თანასაკუთრება: წილთა თანაბრობის პრინციპი
როგორც ზემოთ მოყვანილი სტატიიდან ჩანს, ზოგადი წესის თანახმად ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა) წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, სადაც თითოეულ მეუღლს გააჩნია თანაბარი- 1/2 ნაწილი.
თუმცა სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლი განსაზღვრას ამ ზოგადი წესიდან გამონაკლის შემთხვევებს, როცა ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს თანაზიარ ქონებაში, ან საერთოდ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება ერთ-ერთი მეუღლის საკუთრებად განისაზღვროს მთლიანად.
ასეთი შემთხვევები ამომწურავად არის განსაზღვრული 1168-ე მუხლის მე-2 ნაწილში, კერძოდ ერთ-ერთი მეუღლე უფლებამოსილია ½-ზე მეტი წილი მოითხოვოს თანასაკუთრებიდან, თუ არსებობს რომელიმე ქვემოთ მოცემული გარემოება:
1) ერთ-ერთ მეუღლესთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები.
2) ერთ-ერთი მეუღლე შრომისუუნაროა.
3) მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ.
ამ გარემოებების არსებობისას სასამართლოს შეუძლია თანაზიარი ქონება მთლიანად ცნოს ერთ-ერთი მეუღლის საკუთრებად, თუ მეუღლეები ცალ-ცალკე ცხორობდნენ ან ქორწინება ფაქტობრივად იყო შეწყვეტილი.
ამასთან დაკავშირებით მინდა პრაქტიკიდან მოვიყვანო ერთი ასეთი შემთხვევა.
„ა“ და „ბ“ დაქორწინებული იყვნენ 2000 წლიდან, 2004 წელს ისინი ცალ-ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად, ხოლო 2005 წელს „ბ“-მ შეიძინა ავტომობილი. 2009 წელს მეუღლეები განქორწინდნენ, ხოლო „ა“-მ მოითხოვა ავტომობილის, როგორც თანასაკუთრების გაყოფა.
მოცემულ შემთხვევაში „ბ“-ს პოზიცია იყო, რომ ვინაიდან მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მიხედვით, ცალ-ცალკე ცხოვრების დროს შეძენილი ქონება უნდა ჩათვლილიყო მის საკუთრებად და არა მეუღლეთა თანასაკუთრებად.
თუმცა სასამართლომ განმარტა, რომ მართალია ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ მხარეები თუმცა 1168-ე მუხლის გამოყენება ვერ მოხდებოდა, რადგან ცალ-ცალკე ცხოვრების გარდა აუცილებელი იყო იმ სამი გარემოებიდან ერთ-ერთის არსებობა, რაც განსაზღვრულია 1168-ე მუხლში. (იხ. ზემოთ).
BLH
Keymasterმეუღლეთა თანასაკუთრება
ქორწინებას მნიშვნელოვანი იურიდიული შედეგი მოაქვს, იგი წარმოშობს მეუღლეთა შორის ქონებრივ და პირადი სახის უფლება-მოვალეობებს, როგორიცაა მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა, მეუღლეების მემკვიდრობის უფლება და ა.შ.
იხ. სტატია სრულიად https://blh.com.ge/?p=1095
BLH
Keymasterსამოქალაქო პროცესთან დაკავშირებული სტატიები
სად განიხილება სამოქალაქო დავები?
სამოქალაქო სარჩელის შეტანა (ნაწილი N-1)
BLH
Keymasterალიმენტის ოდენობის განსაზღვრა
(სუსგ.N-1299-1266-2012)
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ (N-2/ბ-796 01.08.12) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (N-2/57 01.06.12) გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას იხელმძღვანელა სკ-ის 1212-ე, 1214-ე მუხლებით, 1221-ე მუხლის მეორე ნაწილით და, მოპასუხის გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მის მიერ გადასახადი საბანკო კრედიტის საფასურის გათვალისწინებით, გონივრულად მიიჩნია, დაკისრებული ალიმენტის 20 ლარით გაზრდა.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, როგორც მშობლების, ისე _ შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, რის შედეგადაც დაადგენს ალიმენტის ობიექტურ ოდენობას, რომელიც უზრუნველყოფს არასრულწლოვანის რეალურ და აუცილებელ მოთხოვნილებებს. მართალია, მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ამ უკანასკნელის კმაყოფაზე იმყოფება ახალ ქორწინებაში შეძენილი ორი არასრულწლოვანი შვილი. სადავო ალიმენტის ოდენობაზე, სასამართლოს განმარტებით, გავლენას ვერ მოახდენს მოპასუხის მიერ ყოველთვიურად კრედიტის დასაფარად დადგენილი გადასახადის გადახდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და მიიღო ახალი გადაწყვეტილება სადავო ალიმენტის 40 ლარით გაზრდის თაობაზე.
BLH
Keymasterალიმენტის ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ
(უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N-ას-58-49-2011)
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ ალიმენტვალდებული უმუშევარია, ალიმენტის მინიმალური ოდენობა დააკისრა.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: სკ-ის 1214-ე მუხლის თანახმად, სასამართლო, ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავს გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. სასამართლო მხედველობაში იღებს, როგორც მშობლების, ისე _ შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მხარეებს, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, ერთ-ერთი მათგანი ბავშვობიდან არის ინვალიდი. მძიმე ავადმყოფობის გამო იგი საჭიროებს მუდმივ მოვლასა და მკურნალობას, რაც დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან.
პალატის განმარტებით, ალიმენტვალდებულის უმუშევრობა, თუ ეს არაა გამოწვეული ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ უარი თქვას არასრულწლოვანის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფაზე და არ დაავალდებულოს მშობელი გადაიხადოს ალიმენტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და საქმეზე მიიღო ახალი გადაწყვეტილება.
BLH
Keymasterარასრულწლოვანი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მშობლების განქორწინებისას
(უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N ას-904-944-2011)
დავა ეხება ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების შეუთანხმებლობისას არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას. მოცემულ შემთხვევაში მეუღლეებს ჰყავთ ორი მცირეწლოვანი ბავშვი. ერთი მათგანი ცხოვრობს დედასთან, მეორე მამასთან.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას სპეციალისტის დასკვნის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება და მიიჩნია, რომ არასრულწლოვანთა უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე და-ძმა ცალ-ცალკე არ უნდა იზრდებოდეს.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: სკ-ის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების შეუთანხმებლობისას არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელ ადგილს განსაზღვრავს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.
კანონი არ ადგენს რაიმე პრეზუმფციას დედის ან მამის სასარგებლოდ. სასამართლო დავის გადაწყვეტისას, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, არკვევს, თუ რომელ მშობელს შეუძლია უკეთ უზრუნველყოს ბავშვის აღზრდა, რაც მარტო საბინაო-საყოფაცხოვრებო და მატერიალურ პირობებზე არ არის დამოკიდებული. ამდენად, დავის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პრიორიტეტი უნდა განისაზღვროს არა მშობლების, არამედ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, შესაბამისად, აუცილებელია სპეციალისტების (ფსიქოლოგების) პროცესში მონაწილეობა და მათი დასკვნების საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა იმავე სასამართლოში.
-
AuthorPosts