Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
BLH
Keymasterორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება
დასაქმებულს/მოსამსახურეს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 730 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში ანაზღაურებადია 200 კალენდარული დღე. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.
დასაქმებულს/მოსამსახურეს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.
ასეთი შვებულებები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, “საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის” №231/ნ ბრძანების შესაბამისად.
ასეთი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობაა არაუმეტეს 1000 ლარისა. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე.
დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო
დასაქმებულს თავისივე თხოვნით, უწყვეტად ან ნაწილ-ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ბავშვის მოვლის გამო – 12 კვირის ოდენობით, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი.
ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება შეიძლება მიეცეს ნებისმიერ პირს, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს.
BLH
Keymasterგამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება
(№ას-1126-1057-2012)
მოცემულ საქმეში განხილულ იქნა შემთხვევა, როდესაც შრომითი ურთიერთობა შეწყდა ვადის გასვლის გამო. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კონვენცია ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების შესახებ და განმარტა, რომ გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებისათვის აუცილებელია, ხელშეკრულება შეწყდეს „დამსაქმებლის მიზეზით”, ხოლო ვადის გასვლის გამო ურთიერთობის შეწყვეტისას დასაქმებულს ასეთი უფლება არ წარმოეშობა.
BLH
Keymasterსაშვებულებო ანაზღაურების გამოთვლის წესი
დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება:
1. ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.
2. თუ ანაზღაურება არ არის ფიქსირებული:
ა) შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან,
ბ) თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან.
BLH
Keymasterანაზღაურებადი შვებულების გადატანა
ანაზღაურებადი შვებულების გადატანა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა:
ა. დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე.
ბ. დასაქმებული თანახმაა შვებულების გადატანაზე.
- აკრძალულია არასრულწლოვნის ანაზღაურებადი შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის.
- აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში.
BLH
Keymasterშვებულების მიცემის წესი
დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.
მუშაობის მეორე წლიდან დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის ნებისმიერ დროს. მხარეთა შეთანხმებით ასევე შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება.
შვებულებაში არ ითვლება:
1. დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი,
2. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო,
3. შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო,
4. დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.
თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამსაქმებელი უფლებამოსილია დაადგინოს დასაქმებულთათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა მიცემის რიგითობა, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დასაქმებულის კანონიერი ინტერესებს და არ უნდა ლახავდეს მის შრომით უფლებებს.
ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.
BLH
Keymasterრა არის შვებულება
დასაქმებულის მიერ შვებულების აღება გულისხმობს, შრომითი ურთიერთობის დროებით შეჩერებას. დამსაქმებელი ვალდებულია შეაჩეროს შრომითი ურთიერთობა, დასაქმებულის მიერ შვებულების აღების შესახებ განცხადების საფუძველზე.
დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს:
ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით;
ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით.
შრომითი ხელშეკრულებით, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ შვებულების ვადებსა და პირობებზე, რომლებიც არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას.
მაგ: შეიძლება შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვროს ანაზღაურებადი შვებულება 30 დღის ოდენობით, თუმცა მხარეები ვერ განსაზღვრავენ ანაზღაურებად შვებულებას 20 დღის ოდენობით, რადგან აღნიშნული აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას და შესაბამისად ასეთი პირობა იქნება ბათილი.
თუ დამსაქმებელი წყვეტს შრომით ხელშეკრულებას შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ა“, „ვ“-თ“ და „ო“ პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით, იგი ვალდებულია აუნაზღაუროს დასაქმებულს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად.
მაგ: თუ დასაქმებულმა იმუშავა 4 თვე, მას ეკუთვნის 8 გამოუყენებელი შვებულების შესაბამისი თანხა.
BLH
Keymasterანუ რისი თქმა მინდოდა 990-ე მუხლით გათალისწინებულ “და ეს გარიგება ნამდვილია უფლებამოსილი პირის მიმართ”, ანუ ნამდვილობა ნიშნავს იმას რომ საკუთრებაში გადადის გვაროვნული ნივთი მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ ეს არის აბსტრაქციის ელემენტი?
BLH
Keymasterგეთანხმები, მაგრამ მთავარი რა არის მანდ? ანუ გარიგების ნამდვილობას რა განაპირობებს? ვაჩუქებ სხვის ნივთს, რა შემთხვევაშიც შემძენი ფაქტიურად არაკეთილსინდისიერ შემძენს უთანაბრდება 187-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე? ანდა გამოიყენება საერთოდ 187-ე მუხლის მეორე ნაწილი?
BLH
Keymasterსამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, როცა უსასყიდლოდ ხდება ნივთის განკარგვა, საინტერესოა რას გულისხმობს “არაუფლებამოსილი პირის მიერ საგნის უსასყიდლოდ განკარგვის ნამდვილობა”. ან როგორ შეიძლება ნამდვილი იყოს არასუფლებამოსილი პირის მიერ საგნის უსასყიდლოდ განკარგვა? რა შეიძლება განაპირობებდეს ნამდვილობას ასეთ შემთხვევაში?
BLH
Keymasterბარემ აქვე ვთქვათ ვინ არის პირი ვისაც ევალება “უფლებამოსილი პირისათვის” საგნის დაბრულება და ვინ არის ეს უფლებამოსილი პირი, ანუ ვისაც უბრუნდება. ვისაც უბრუნდება არის მესაკუთრე, მაგრამ ვინც უნდა დაუბრუნოს ეს დამოკიდებულია რა სამართალურთიერთობა გვაქვს, ჩუქება თუ ჩუქების დაპირება. ჩუქების დაპირების შემთხვევაში მესაკუთრეს უნდა დაუბრუნოს გამჩუქებელმა, პირდაპირ ჩუქების შემთხვევაში დასაჩუქრებულმა იქედან გამომდინარე რომ არანაირი სამართლებრივი სარგებელი არ უნახია გამჩუქებელს.
-
AuthorPosts
