Forum Replies Created

Viewing 4 posts - 51 through 54 (of 54 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #29463
    kakha
    Member

    სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროს, არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. სააღსრულებო ფურცელი არ არის ადმინისტრაციული აქტი. ”ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე” – ცნების ეს ელემენტი არ გვაქვს.

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #29461
    kakha
    Member

    მაგის თქმა მინდა. ფაქტი, რომ ნოტარიუსი ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას არ ნიშნავს, ავტომატურად იმას, რომ ახორციელებს საჯარო მმართველობას.

    საჯარო რეესტრში უფლების განხორციელების დროს შეიძლება განვიხილოთ როგორც საჯარო მმართველობის განმახორციელებელი ორგანო, მაგრამ ფაქტის დადასტურება, უზენაესი სასამართლოს განმარტებით არ წარმოადგენს საჯარო მმართველობას. (ბს-468-445(გ-07)).

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #29456
    kakha
    Member

    მცირე შეუსაბამობაა ადმინისტრაციულ ორგანოს ლეგალურ დეფინიციას და შენს მიერ მოყვანილ უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებას და სამართლის ნორმას შორის.

    ლეგალური დეფინიციის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას, არის საჯარო მმართველოს განმახორციელებელი ორგანო, ხოლო დასახელებულ ნორმაში და სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ნოტარიუსი ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას.

    აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა: საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილება და სახელმწიფოებრივი უფლებამოსილება იდენტური ცნებებია?  სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელება იგივეა რაც საჯარო მმართველობა?

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #29454
    kakha
    Member

    პირველი ელემენტიც არ გვაქვს მანდ, ნოტარიუსი არ არის ადმინისტრაციული ორგანო.

Viewing 4 posts - 51 through 54 (of 54 total)