მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები › Reply To: სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები
ფაქტობრივი მოცემულობა ასეთია: მოპასუხე “ბ”-მ, ვინმე “გ”-ს დახმარებით (თითქოს ეს უკანასკნელი იყო მარწმუნებელი “ა”/მოსარჩელე. სკაიპით იჩალიჩეს), ნოტარიუს “დ”-სთან გააფორმეს გენერალური მინდობილობა. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე მოპასუხე ბ-მ, ა-ს სახელით აიღო სესხი და იპოთეკით დატვირთა მისივე უძრავი ქონება. ამის შემდეგ ბ-მ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მიჰყიდა (ა-ს სახელით) “ჭ”-ს.
1) აქვს თუ არა ა-ს გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილობის მოთხოვნის უფლება, მაშინ როცა გამსესხებელი კეთილსინდისიერია მინდობილობის მიმართ? და თუ შეიძლება ვთქვათ რომ ვინაიდან ან მინდობილობის მიმართ მესამე პირებს ( გამსესხებელს და უძრავი ქონების შემძენს) შეექმნათ კანონიერი ნდობა, სამოქალაქო კოდექსის ზოგადი პრინციპების საფუძველზე ხელშეკრულებები მივიჩნიოთ ნამდვილად?
2) დაიცავს თუ არა “ჭ” თავს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლით? და თუ ვერა რატომ?
