მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › სახელმწიფოს პასუხისმგებლობა – ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა › Reply To: სახელმწიფოს პასუხისმგებლობა
მივხვდი რასაც იძახი, ანუ ამ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი ღონისძიება არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის სფეროს და აქედან გამომდინარე შენ კითხულობ, უნდა აგოს თუ არა ადმინისტრაციული წესით სახელმწიფომ?
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლების მიხედვით, სახელწიფო ადმინისტრაციული წესით იქნება პასუხისმგებელი, რადგან ზიანი მიყენებულია სახელმწიფო ხელისუფლების ფუნქციების განხორციელების დროს. ანუ ზ.ა.კ-ის 208-ე მუხლი გამოიყენება არა მხოლოდ ადმინისტრაციული საქმიანობის დროს მიყენებული ზიანის შემთხვევაში, არამედ ნებისმიერი სახელმწიფო ხელისუფლების ფუნქციების განხორციელების დროს მიყენებული ზიანის შემთხვევაშიც.
ამავდროულად, როგორც წინა პოსტებში ავღნიშნეთ, შესაძლებელია 992-ე მუხლით მოხდეს მხოლოდ მოხელისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სამქოალაქო წესით.