მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი ადმინისტრაციული სამართალი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა – ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

  • This topic has 15 replies, 3 voices, and was last updated 7 years ago by BLH.
Viewing 6 posts - 11 through 16 (of 16 total)
  • Author
    Posts
  • #3401

    @Edika said:

    1) სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი, ზ.ა.კ-ია 208-ე მუხლთან ერთად არის ადმინისტრაციული შინაარსის (ას-1246-1505-09 შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება).

     

    207-ე მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემთხვევაში გამოიყენება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმები, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, 1005-ე მუხლი, რომელიც სამოქალაქო სამართლებრივია თავისი ბუნებით, გამოიყენება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის.

     

     

    2)ზ.ა.კ-ის 208- მუხლი სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მსგავსად გულისხმობს როცა ზიანის დადგომა დაკავშირებულია სამსახურეობდივი მოვალეობების (საქმიანობის რომელიმე ფორმის დარღვევასთან) არაჯეროვან შესრულებასთან, შესაბამისად 208-ე მუხლი არ გულისხმობს როცა ზიანი დადგა კერძოსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე.

     

    გეთანხმები, როგორც ზემო პოსტებში ავღნიშნე 208-ე მუხლი არის 997-ე მუხლის ანალოგი, თუმცა მათ შორის ის განსხვავებაა, რომ 208-ე მუხლი გამოიყენება სახელმწიფო მოხელის მიერ საჯარო მმართველობის განხორციელების ფარგლებში მიყენებული ზიანის შემთხვევაში, ხოლო 997-ე მუხლი ეხება კერძო პირების პასუხისმგებლობას მათი მუშა-ხელის ქმედებების საფუძველზე მათ შორის სახელმწიფოსი, როცა იგი მოქმედებს, როგორც კერძო სუბიექტი, სკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

     

    3) 208 და 1005-ე მუხლების შემთხვევაში ქმვემდებარეობა განისაზღვრება ადმინისტრაციული წესით (თუმცა 1005-ე მუხლის მესამე ნაწილის შემთხვევაში რამდენად განისაზზღვრევა ადმინისტრაციული წესით ამაზე ცალკე ვიმსჯელოთ).

     

    1005-ე მუხლი შეიძლება გამოვიყენოთ, იმ შემთხვევაშიც, როცა სახელმწიფო პასუხისმგებელია თავისი მოხელის მიერ მიყენებული ზიანისათვის 997- ე მუხლის საფუძველზე, ამ შემთხვევაში ქვემდებარეობა იქნება სამოქალაქო სასამართლოსი.

     

     

    4) ზიანი რომელიც დაკავშირებული არ არის სამსახურეობრივი მოვალეობის დარღვევასთან, მაგრამ დადგა მოხელის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ქვემდებარეობა სამოქალაქო წესით.

     

    ამაში გეთანხმები, როგორც ზემოთ დავწერე, ანალოგიური მიდგომაა DCFR-ში.

     

    #3402
    Edika
    Participant

    ხო რა რა პრობლემა უნდა იყოს. მერ ერთი რამე მაინტერესებს აქ ახლა. მაგალითად როცა გამომძიებელი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ახდენს მაგალითად ნივთის დროებით ჩამორთმევას, და ეს ჩამორთმევა არის უკანონო ამ შემთხვევაში რა წესით უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურების დროს განსჯადობა?

    #3403

    @Edika said:
    ხო რა რა პრობლემა უნდა იყოს. მერ ერთი რამე მაინტერესებს აქ ახლა. მაგალითად როცა გამომძიებელი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ახდენს მაგალითად ნივთის დროებით ჩამორთმევას, და ეს ჩამორთმევა არის უკანონო ამ შემთხვევაში რა წესით უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურების დროს განსჯადობა?

     

    ცალსახად ადმინისტრაციული ქვემდებარეობა გვაქვს, რადგან სახელმწიფო მოხელე, თავისი საჯარო მმართველობითი ფუნქციის განხორციელების ფარგლებში აყენებს ზიანს სხვა პირს.

    #3407
    Edika
    Participant

    საჯარო მმართველობითი საქმიანობის ფარგლებში კი ხდება ზიანის მიყენება, მაგრამ ეს ნიშნავს ადმინისტრაციულ განსჯადობას? ანუ ასეთი ზიანის ანაზღაურებ ამ შემთხვევაში არის ის რაც ადმინისტრაციული სამართლით წესრიგდება საჯარო მმართველობის სფეროში? რას ფიქრობ?

    #3411

    მივხვდი რასაც იძახი, ანუ ამ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი ღონისძიება არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის სფეროს და აქედან გამომდინარე შენ კითხულობ, უნდა აგოს თუ არა ადმინისტრაციული წესით სახელმწიფომ?

     

    ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლების მიხედვით, სახელწიფო ადმინისტრაციული წესით იქნება პასუხისმგებელი, რადგან ზიანი მიყენებულია სახელმწიფო ხელისუფლების ფუნქციების განხორციელების დროს. ანუ ზ.ა.კ-ის 208-ე მუხლი გამოიყენება არა მხოლოდ ადმინისტრაციული საქმიანობის დროს მიყენებული ზიანის შემთხვევაში, არამედ ნებისმიერი სახელმწიფო ხელისუფლების ფუნქციების განხორციელების დროს მიყენებული ზიანის შემთხვევაშიც.

     

    ამავდროულად, როგორც წინა პოსტებში ავღნიშნეთ, შესაძლებელია 992-ე მუხლით მოხდეს მხოლოდ მოხელისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სამქოალაქო წესით.

    #38096
    BLH
    Keymaster

    სახელმწიფო ორგანოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებული წესი

    საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განმარტება საქმეზე #ბს-134132(კ-15)

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლი

    უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოსთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებისას უნდა დადგინდეს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის კანონით განსაზღვრული აუცილებელი პირობების არსებობა.

    სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი შეცდომა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე #3/4947-13) ბანკის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მატერიალური ზიანის სახით თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

    თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით (#3ბ/580-14) უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.

    სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის (ბანკი) შემთხვევაში არ არსებობს დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისთვის სკ-ის 992-ე მუხლით დადგენილი წინაპირობებიდან არც ერთი წინაპირობა.

    სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სკ-ის 415-ე მუხლსა და 1005-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მიიჩნია, რომ აპელანტმა თავისივე უმოქმედობით, ანუ საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოდან შესაბამისი შინაარსის, სრულყოფილი ინფორმაციის არგამოთხოვით, ასევე უსაფუძვლო ვარაუდით მასზედ, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის წერილში ასახული იყო ინფორმაცია მესამე პირის ქონების მიმართ როგორც ყადაღის და გირავნობის, ისე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების შესახებ, თავადვე შეუწყო ხელი მატერიალური ზიანის წარმოშობას, რაც გამორიცხავდა მოპასუხისადმი წაყენებული პრეტენზიის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოები ფორმალურად მიუდგნენ სარეგისტრაციო სამსახურის ქმედების კანონიერების შეფასებას, რითაც წინააღმდეგობაში მოვიდნენ საჯარო რეესტრის საქმიანობის მიზნებსა და პრინციპებთან და შექმნეს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არასწორი პრაქტიკის დამკვიდრების ტენდენცია.

    მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოსთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებისას გადამწყვეტია დადგინდეს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის კანონით განსაზღვრული აუცილებელი პირობების არსებობა. სზაკ-ის 208-ე მუხლი ადგენს საჯარო მოხელის ქმედებით ან გადაწყვეტილებით მიყენებული ზიანის სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურების ვალდებულებას.

    ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის კი აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: ქმედება, რამაც ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოშვა, დაკავშირებული უნდა იყოს საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან, ამ უფლებამოსილების განხორციელების პროცესში დაშვებული დარღვევა მიმართული უნდა იყოს სხვა პირის უფლებების შელახვისკენ, სახეზე უნდა იყოს ზიანის მიმყენებლის ბრალი და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ გააუქმა გასაჩივრებული განჩინება და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას უნდა შეაფასოს ბანკისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი გამოწვეულია თუ არა უშუალოდ სარეგისტრაციო სამსახურის ქმედებით.

Viewing 6 posts - 11 through 16 (of 16 total)
  • You must be logged in to reply to this topic.