#3401

@Edika said:

1) სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი, ზ.ა.კ-ია 208-ე მუხლთან ერთად არის ადმინისტრაციული შინაარსის (ას-1246-1505-09 შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება).

 

207-ე მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემთხვევაში გამოიყენება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმები, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, 1005-ე მუხლი, რომელიც სამოქალაქო სამართლებრივია თავისი ბუნებით, გამოიყენება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის.

 

 

2)ზ.ა.კ-ის 208- მუხლი სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მსგავსად გულისხმობს როცა ზიანის დადგომა დაკავშირებულია სამსახურეობდივი მოვალეობების (საქმიანობის რომელიმე ფორმის დარღვევასთან) არაჯეროვან შესრულებასთან, შესაბამისად 208-ე მუხლი არ გულისხმობს როცა ზიანი დადგა კერძოსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე.

 

გეთანხმები, როგორც ზემო პოსტებში ავღნიშნე 208-ე მუხლი არის 997-ე მუხლის ანალოგი, თუმცა მათ შორის ის განსხვავებაა, რომ 208-ე მუხლი გამოიყენება სახელმწიფო მოხელის მიერ საჯარო მმართველობის განხორციელების ფარგლებში მიყენებული ზიანის შემთხვევაში, ხოლო 997-ე მუხლი ეხება კერძო პირების პასუხისმგებლობას მათი მუშა-ხელის ქმედებების საფუძველზე მათ შორის სახელმწიფოსი, როცა იგი მოქმედებს, როგორც კერძო სუბიექტი, სკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

 

3) 208 და 1005-ე მუხლების შემთხვევაში ქმვემდებარეობა განისაზღვრება ადმინისტრაციული წესით (თუმცა 1005-ე მუხლის მესამე ნაწილის შემთხვევაში რამდენად განისაზზღვრევა ადმინისტრაციული წესით ამაზე ცალკე ვიმსჯელოთ).

 

1005-ე მუხლი შეიძლება გამოვიყენოთ, იმ შემთხვევაშიც, როცა სახელმწიფო პასუხისმგებელია თავისი მოხელის მიერ მიყენებული ზიანისათვის 997- ე მუხლის საფუძველზე, ამ შემთხვევაში ქვემდებარეობა იქნება სამოქალაქო სასამართლოსი.

 

 

4) ზიანი რომელიც დაკავშირებული არ არის სამსახურეობრივი მოვალეობის დარღვევასთან, მაგრამ დადგა მოხელის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ქვემდებარეობა სამოქალაქო წესით.

 

ამაში გეთანხმები, როგორც ზემოთ დავწერე, ანალოგიური მიდგომაა DCFR-ში.