#4843

კიდე ერთი გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე (სუსგ№ა-1279-ბ-7-2014)

 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით აირჩიოს უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობები და მათი თავმჯდომარეები. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის შესაბამის პალატაში განაწილების საკითხს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი წყვეტს, მას, ასევე, შეუძლია, კონკრეტული პალატის მოსამართლეს, დროებით, სხვა პალატის მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება დაავალოს. დათქმა იმის შესახებ, რომ უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაევალოს მხოლოდ შესაბამისი სპეციალიზაციის მოსამართლეს, კანონით დადგენილი არ არის. უფრო მეტიც, ქვემდგომი ინსტანციის მოსამართლის შემთხვევაში, სპეციალიზაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახორციელებს, უზენაესი სასამართლოს შემთხვევაში კი, ამგვარი უფლებამოსილებით პლენუმი სარგებლობს. “

 

“კასატორი მიუთითებს, რომ ვინაიდან მოსამართლე ლ. მურუსიძეს საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით აქვს ჩაბარებული, სამოქალაქო საქმეების განხილვაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, რადგან არ არის კომპეტენტური.

 

საკასაციო სასამართლო ამ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ ამგვარი განმარტების შემთხვევაში, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდება მოსამართლისათვის სხვა პალატის წევრის უფლებამოსილების განხორციელების დავალება, რამაც, გარკვეულ შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხება შეიძლება გამოიწვიოს და მხარეების კანონიერი ინტერესი, საქმის დროულად განხილვასთან დაკავშირებით, დაუცველი დარჩება. საკასაციო სასამართლო იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნისათვის, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ყველა შემთხვევაში სავალდებულო წინაპირობა არაა.”