მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › მორალური ზიანი › Reply To: მორალური ზიანი
მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლები
კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს იმ სიკეთეთა ჩამონათვალს (ესენია: პატივი; ღირსება; საქმიანი რეპუტაცია და ჯანმრთელობა) რომელთა ხელყოფის შემთხვევაში პირს შეუძლია მორალური ზიანის ანაზღაურება. მაგალითად ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში (ნერვოზი), რაც გამოწვეულია ქონების განადგურებით პირს არ შეუძლია ითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება, იქედან გამომდინარე რომ ამ სიკეთის ხელყოფის (ნივთის დაზიანების) გამო ჯანმრთელობის გაუარესებისთვიის მორალური ზიანის ანაზღაურებას არ ითვალისწინებს კანონი. იგიგე შეიძლება ითქვას შვილის სიკვდილის გამო მშობლის ჯანმრთელობის გაუარესებაზე. ანუ ამ სიკეთის ხელყოფის შემტხვევაში(შვილის სიცოცხლე) მშობლის ჯანმრთელობის გაუარესების გამო მორალური ზიანის ანაზღაურებას არ ითვალისწინებს კანონი. 413.1 გამომდინარე არ ანაზღაურდება. აღნიშნული აზრი გატარებულია ას-1156-1176-2011 გადაწყვეტილებაში, კერძოდ:
“კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება განპირობებულია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი.
განსახილველი ნორმის ზემოაღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება გათვალისწინებულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვის გამო, და არა – ქონებრივი ზიანის გამო სულიერი ტანჯვით გამოწვეული ჯანმრთელობის მოშლის შემთხვევებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ნორმის მოქმედება შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერ ქონებრივი ვალდებულების დარღვევისას განცდილი სულიერი ტანჯვის შედეგად ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებაზე. მაგალითად, ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად და ა.შ., რაც ყოვლად დაუშვებელია.
ამდენად, 13.05.2003 წელს საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებული ფსიქოემოციური სტრესი და ხანძრის გამო გამოწვეული ისეთი უარყოფითი ფაქტორები, როგორიცაა უბინაობა, გაუთვალისწინებელი ვალები და ამ ფაქტორების შედეგად ნ.ს.-შ-ის ჯანმრთელობის გაუარესება არ წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილი).”
იგივე აზრია გატარებული ას-14-466-06 ამ გადაწყვეტილებაში. ანუ ხელფოსის ობიექტი იყო შვილის სიცოცხლე და იქედან გამომდინარე რომ შვილის გარდაცვალების გამო მშობლის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებას არ ითვალისწინებს კანონი არ უნდა დაეკისროს მოპასუხეს მორალური ზიანის ანაზღაურებაო. თუმცა საწინააღმდეგო მოსაზრებაა გადარებული ას-100-96-2012 გადაწყვეტილებაში. ანუ ამ შემთხვევაში (ას-100-96-2012) ხელყოფის ობიექტი იყო შვილის სიცოცხლე, რამაც გამოიწვია მშობლისთვის ჯანმრთელობის გაუარესება რა შემტხვევაშიც სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა მორალური ზიანი.
შეიძლება ითქვას რომ სასამართლო პრაქტიკა არის არაერთგვაროვანი, მაგრამ მე ვფიქრობ რომ შვილის სიკვდილის შემთხვევაში მშობლის ჯანმრტელობის გაუარესების შემტხვევაში არ უნდა იყოს სწორი მორალური ზიანის ანაზღაურება, ვინაიდან მტავარია ჯანმრტელობის გაუარესების გამომწვევი მიზეზი რა იყო, ანუ ხელყოფის ობიექტი. ხელყოფის ობიექტს(სიკეთეს) წარმოადგენდა შვილის სიცოცხლე რა შემტხვევაშიც კანონი მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას არ ითვალისწინებს, მიუხედავად იმისა რომ მშობლის ჯანმრთელობა გაუარესდა. ზუსტად ამაზეა საუბარი ზემოთაღნიშნულ გადაწყვეტილებაში ას-1156-1176-2011:
სხეულის დაზიანებასა ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში უნდა ვიგულისხმოთ ისეთი ზემოქმედება, რომელიც ხელყოფს ადამიანის სხეულს ან ადამიანის ორგანიზმის შინაგან პროცესებს. განსახილველ შემთხვევაში პირველადი ზიანი გამოწვეული იყო სს „თ-ის” მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედებით, რომლითაც ხელყოფილ იქნა ს.-შ-ის არა ჯანმრთელობა, არამედ – ქონება (კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება).
ანუ მთავარია პირველადი ზიანი. პირველად ზიანში იგულისხმება ის ამ შემთხვევაში რომ პირველად ზიანი მიადგა არა ჯანმრთელობას არამედ ქონებას.
