#4212
BLH
Keymaster

@Edika said:
კაი შემდეგი საკითხი. “ა” გასამართლდა სსკ-ის 360-ე მუხლის საფუძველზე. ის 1988 წლიდან (მიუხედავად არაერთი გართხილებისა) ფლობდა უკანონოდ “ბ”-ს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწას და ამ ნაკვეთზე მოჰყავდა კარტოფილი და თივა.

 

კითხვა: კითხვები:  რისი მოთხოვნის უფლება აქვს ა-ს? რა საფუძვლით? და რამდენის? 😀

 

მოცემულ შემთხვევაში “ა” ახორციელებდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას- ფლობდა უკანონოდ “ბ”-ს სასოფლო სამეურნეო მიწას… უნდა დავადგინოთ აღნიშნული ქმედების შედეგად რა ზიანი განიცადა “ბ”-მ…   რა მოცულობის ზიანზეა საუბარი ამას ვერავინ იტყვის ამ გარემოებებიდან გამომდინარე, რადგან ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს..

 

ჩემი აზრით, მართალია მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან გვაქვს საქმე და ზიანთან, თუმცა უსაფუძვლო გამდიდრების ნიშნებიც იკვეთება, კერძოდ 982-ე მუხლის და შესაბამისად ამ უკანასკნელის საფუძველზე უნდა მოხდეს მოთხოვნის დაყენება..