#4205
Edika
Participant

მოკლედ დავწერ გადაწუვეტილებას. ას-502-471-2010

რაც შეეხებოდა მეზობლების მიერ გაწეულ ფულად დახმარებას, სააპელაციოსასამართლოს მოსაზრებით, იგი უნდა მიჩნეულიყო უსასყიდლო დახმარებად (ჩუქებად),რომელიც მთლიანად წარმოადგენდა საკუთრივ მოსარჩელისათვის გაწეულ საჩუქარს, შეღავათსდა არა იმ პირისას (ანუ მოპასუხისას), რომელიც კონკრეტული შემთხვევის გამოვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში აღმოჩნდა მოსარჩელესთან.

ანუ ა-სთვის მეზობლების მიერ ნაჩუქარი თანხის მიუხედავად სასამართლომ მაინც დააკისრა მთლიანი თანხის გადახდა სამართალდამრღვევს.

 

მომენტში გამიჩნდა ვერსია რომ მეზობლების მიერ ნაჩუქარი თანხა იყო (და არის კიდეც) 528 მუხლით გათვალისწინებული შეწირულობა. ვინაიდან ჩუქების შემდეგ ფაქტიურად მოხდა იმ ზიანის შევსება რაც მიიღო დაზარალებულმა და ზიანი სახეზე აღარ გვაქვს, ამიტომ არ უნდა ქონოდა სამართალდამრღვევისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება დაზარალებულს (ვითომ პასუხისმგებლობის აუცილებელი ელემენტი ზიანი რადგან არ გვაქვს).  მაგრამ არ უნდა იყოს ეს ვერსია სწორი. 528-ე მუხლი არ ათავისუფლებს სამარტალდამრღვევს პასუხისმგებლობისგან, არამედ ეს მუხლი განსაზღვრავს დასაჩუქრებულს და დამსაჩუქებელს შორის ურთიერთობას. 528 მუხლის შემთხვაში ჩუქებას უბრალოდ ააქვს დამატებითი მოტივი(გარკვეული მიზნის მიღწევა ან პირობის შესრულება). ამ მიზნის შესრულებაზეა ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებული.

 

მოკლედ სწორადაა გადაწყვეტილებაში.