#4201
BLH
Keymaster

@Edika said:
ვთქვათ და დამტკიცებულია პროცესუალურად. კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი მიუთითე რატომ მხოლოდ 2000 და არა მთლიანად 5000 ლარი.

სამოქალაქო კოდექსის 56-ე და 371-ე მუხლები,რომელთა მიხედვითაც, აღნიშნული შესრულება წარმოადგენს “ა”-ს ვალდებულების შესრულებას, რისი უფლებაც აქვთ მესამე პირებს, ხოლო თუ იტყვის მეორე მხარე, რომ ფულის გადაცემა იყო ჩუქება და არა სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით “ა”-ს ვალდებულების შესრულება, მაშინ ვიყენებთ სკ-ის 56-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც მივიჩნევთ 3.000 ლარის გადაცემას თვალთმაქცურ გარიგებად, რომლის მიზანიც იყო არა ჩუქება, არამედ “ა”-ს ვალდებულების შესრულება.