მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები › Reply To: სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები
ამ ტოპიკის მე-2 გვერდზე განხილულია შეუსაბამაბოდ მაღალი სესხის პროცენტის შემცირების საკითხი, როცა პროცენტი შეუსაბამოდ მაღალია. მინდა აღნიშნულ საკითხზე საინტერესო გადაწყვეტილებიდან განმარტება წარმოგიდგინოთ. (N-ას-970-928-2013)
“სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ისეთ პირობებში, როცა საქმის მასალებით დასტურდება ფიზიკური პირების მიერ თანხების სესხად აღება ფიზიკური პირისაგან, გამსესხებლის მიერ ბაზარზე საკრედიტო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილ საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისათვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ჩათვალა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება კანონსაწინააღმდეგოდ სესხისათვის 5% სარგებლის დადგენის ნაწილში და აღნიშნული პირობა მხოლოდ ნაწილობრივ – 1,5%-ის ოდენობით სარგებლის დადგენის ნაწილში მიიჩნია მართლზომიერად.”