#4191
Crassus
Participant

 

2) (უზნეასის გადაწყვეტილება N-ას-1041-1309-09) სახლი რომელიც ეკუთვნოდა ა-ს, ბ-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიადგა ზიანი 5000 ლარის ოდენობით. ამის შემდეგ ა-მ ეს სახლი მიჰყიდა გ-ს. აქვს თუ არა გ-ს ბ-სგან ზიანის (5000 ლარის) მოთხოვნის უფლება ავტომატურად? (უფროსწორად განჩინება იყო კანონერ ძალაში შესული, რომლითაც უფლებამონაცვლედ იყო ცნობილი და ამ განჩინების საფუძველზე უზენაესმა თქვა რომ ააქვს მოთხოვის უფლებაო). ჩემი აზრით არასწორია ვალდებულებითი ურთიერთობის ფარდობითი ბუნებიდან გამომდინარე. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება რომ ყოფილიყო კიდე ჰო.

 

მეც ვფიქრობ, რომ არასწორია, რადგან ამ შემთხვევაში ზიანი დადგა “ა”-სთვის, ანუ მას წარმოეშვა “ბ”-სგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 992-ე მუხლების შესაბამისად… ეს მოთხოვნა არის ფარდობითი, ანუ მხოლოდ “ა”-ს აქვს “ბ”-სგან მოთხოვნის უფლება და ის გარემოება, რომ “ა”-მ თავისი სახლი მიყიდა “გ”-ს ვერ გახდება ამ მოთხოვნის უფლების “გ”-სთვის გადაცემის საფუძველი, რადგან არ არსებობს მსგავსი სახით მოთხოვნის გადასვლის იურიდიული საფუძველი.