#4190
Crassus
Participant

@Edika said:
1)”ა” რომელიც წარმოადგნდა საჯარო მოხელეს, სამუშაო საათებში, ბავშვის ბაღიდან გამოსაყვანად წავიდა სამსახურის მანქანით. გზაში მიმავალი ქვეითს დაეჯახა.დავა ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასამართლომ უნდა განიხილოს ადმინისტრაციული თუ სამოქალაქო წესით?

რა თქმა უნდა სამოქალაქო წესით უნდა მოხდეს ასეთი დავის განხილვა, რადგან საჯარო ფუნქციების განხორციელების ფარგლებში არ ხდება ზიანის მიყენება. ამ შემთხვევაში “ა”-ს პასუხისმგებლობა უნდა დადგეს სამოქალაქო ნორმების საფუძველზე (992-ე ან 999-ე მუხლი, გააჩნია სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტობრივ გარემოებებს).