#4156
Edika
Participant

1)ა, რომელიც წარმოადგნდა საჯარო მოხელეს, სამუშაო საათებში, ბავშვის ბაღიდან გამოსაყვანად წავიდა სამსახურის მანქანით. გზაში მიმავალი ქვეითს დაეჯახა.დავა ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასამართლომ უნდა განიხილოს ადმინისტრაციული თუ სამოქალაქო წესით?

 

2)ას-1041-1309-09 სახლი რომელიც ეკუთვნოდა ა-ს, ბ-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიადგა ზიანი 5000 ლარის ოდენობით. ამის შემდეგ ა-მ ეს სახლი მიჰყიდა გ-ს. აქვს თუ არა გ-ს ბ-სგან ზიანის (5000 ლარის) მოთხოვნის უფლება ავტომატურად? (უფროსწორად გნჩინება იყო კანონერ ზალაში შესული, რომლითაც უფლებამონაცვლედ იყო ცნობილი და ამ განჩინების საფუძველზე უზენაესმა თქვა რომ ააქვს მოთხოვის უფლებაო). ჩემი აზრით არასწორია ვალდებულებითი ურთიერთობის ფარდობითი ბუნებიდან გამომდინარე. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება რომ ყოფილიყო კიდე ჰო.