მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › საბანკო სამართალი › Reply To: საბანკო სამართალი
თებერვალი 23, 2015 at 12:18
#4063
Participant
შემდეგი საკითხი ეხება ისეთ შემთხვევას, როცა კრედიტის გადაუხდელობის გამო ბანკი ვადამდე წყვეტს კრედიტის ხელშეკრულებას. აქვს თუ არა ამ შემთხვევაში ბანკს იმ პროცენტის მიღების უფლება, რასაც იგი მიიღებდა კრედიტის დარჩენილი ვადის განმავლობაში?
მაგ: “ა”-მ ისესხა ბანკი “ჭ”-სგან 10.000 ლარი 48 თვით. წლიური 20%-იანი განაკვეთით . “ა”-მ ვერ შეძლო 12 თვის შემდეგ ფულის გახადა, რის გამოც ბანკმა შეწყვიტა კრედიტის ხელშეკრულება მე-15 თვეს და მოთხოვა “ა”-ს, როგორც დარჩენილი ძირი ფულისა და ჯარიმების გადახდა, ისე დარჩენილი 33 თვის პროცენტის გადახდაც.
როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გადაწყდეს დარჩენილი 33 თვის მიუღებელი პროცენტის საკითხი?
