#3976

@ReneDescartes said:

არაა…. მაგ საფუძვლით არაა.. სზაკის 3ე მუხლით ზოგადი ადმინსტრაციული კოდექსი არ ვრცელდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონი არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ კანონმდებლობას.

 

მე მგონია, რომ მაგ საფუძვლიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღსრულება წარმოადგენს დამოუკიდებელ სფეროს, რომელიც მიმართულია მართმსაჯულების შედეგის რეალიზაციისკენ, რაც კონსტიტუციური ფუნქციაა და შესაბამისად, აღმასრულებელი, როგორც გამომძიებელი, რომელიც მართალია ადმინისტრაციული ორგანოს მოხელეს წარმოადგენს- პოლიციის მოხელეს, თუმცა მისი მოქმედება არ არის საჯარო მმართველობის განხორციელება, ისევეა აღმასრულებლის შემთხვევაშიც.

 

იგივე პოზიცია ამოვიკითხე ადეიშვილის ზაკ-ის კომენატრებში…