მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი) › Reply To: ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
ძნელი საკითხია, პრობლემა დგას სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც: “ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.”
რას ნიშნავს მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი, აღნიშნულის შეფასების თავისუფლება კანონმდებელმა მიანიჭა სასამართლოს, ხოლო როგორც შენ დაწერე სასამართლომ საკმაოდ ფართოდ განმარტა “წინასწარ სავარაუდო” ზიანის ცნება და იმ შემთხვევებში, როცა სახეზეა დელიქტი და სამსახურეობრივ მოვალეობებს ვერ ახორციელებს პირი, ასეთ შემთხვევბში მიუღებელი შემოსავლის სრულიად დაკისრების ტვირთი დააკისრა სწორედ ზიანის მიმყენებელს.
დავსვათ შეკითხვა, ვთქვათ “ა” აქვს ხელფასი 3.000 ლარი და მას ზიანი მიაყენა “ჭ”-მ გაუფრთხილებლობით მანქანის ტარების შედეგად/ ან მანქანის მომეტებული საფრთხის რეალიზაციის შედეგად, ამ შემთხვევაში რა უფრო სამართლიანი იქნება, 412-ე მუხლი ისე განიმარტოს, რომ “ა”-ს ზიანი სრულიად ანაზღაურდეს, თუ ვიწროდ განიმარტოს და “ჭ” -ს უფრო ლმობიერი სამოქალქო პასუხისმგებლობა დაეკისროს?
ვფიქრობ, სასამართლოს მიდგომა არის სრულიად სამართლიანი და ეფუძნება იმ ვარაუდს, რომ როცა ერთი პირი მეორეს აყენებს ზიანს, მისთვის სავარაუდოა, რომ ეს უკანასკნელი შეიძლება მუშაობდეს სადმე და შესაბამისად იღებდეს გარკვეულ შემოსავალს და თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ზიანის დაკისრების საფუძველიც გვექნება, ხოლო თუ ზიანი არ იქნება სახეზე, მაშინ ვერ მოითხოვს დაზარალებული ვერაფერს.