მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი) › Reply To: ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
ავარიის შედეგად მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება
ას-762-818-2011 ავტომანქანის ექსპლოატაციის შედეგად მოსარჩელეს (ქვეითს) მიადგა მატერიალური (მკურნალობის ხარჯები) და მორალური ზიანი. პასუხი აგო 999 მუხლის საფუძველზე, მაგრამ ასევე ითხოვდა მიუღებელ შემოსავალს (რომელიც აპელაციამ დააკმაყოფილა) იმის გამო ვეღარ გააგრძელა მუშაობა იმ ორგანიზაციაში სადაც მუშაობდა. აქვს თუ არა მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლება? რამდენად სავარაუდოა ასეთ შემთხვევაში ზიანი? ჩემი აზრით არ არის სავარაუდო.
სიტყვაზე როცა სამართალდამრღვევი ეჯახება მანქანას რომელიც არის ტაქსი (ანუ აღჭურვილია შესაბამისი ნიშნებით) ამ შემთხვევაში კიდე შეიძლება ვთქვათ რომ ზიანი სავარაუდო იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვანია ას-671-1001-07 გადაწყვეტილება სადაც მოსარჩელეს წარმოადგენდა ადვოკატი რომელსაც საადვოკატო მომსახურეობების ხელშეკრულებები ქონდა გაფორმებული კლიენტებთან რისი ღირებულებაც იყო 15 000 ლარი.
ავტოავარიის შედეგად მან ვეღარ შეძლო მათი მომსახურეობა რის გამოც უზენაესმა აღნიშნული თანხა მოპასუხეს დააკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით? რამდენად სწორია ეს მაშინ როცა მოპასუხისტვის არათუ იურიდიული მომსახურეობის ხელშეკრულებების, არამედ საერთოდ არ იცოდა მოსარჩჩელის პროფესიული თუ სამეწარმეო საქმიანობის შესახებ???? არასწორია რა ჩემი აზრით.
